მსოფლიოში უამრავი სულელური კანონი არსებობს. ერთ-ერთი და, ალბათ, ყველაზე სულელური აშშ-ის, ფლორიდას შტატის კანონია, რომელიც მაჩვზღარბასთან სექსს კრძალავს.
ჰო, თითქოს მართლა სისულელეა და სასაცილოდ არ გეყოფათ, მაგრამ 2009 წელს ამ კანონის დარღვევისთვის სათანადოდ დაისაჯნენ... რუსი ტურისტები, რომელთაც მაჩვზღარბასთან სექსუალური კავშირი დაამყარეს.
ფლორიდაში დასასვენებლად ჩასულმა ორმა ექსტრემის მოყვარულმა სანკტპეტერბურგელმა ტურისტმა გადაწყვიტა, ეს სულელური კანონი გადაემოწმებინა და მაჩვზღარბასთან ინტიმური კავშირი დაემყარებინა.
უდავოა, აკრძალული ხილი გემრიელია, და მით უმეტეს, გემრიელი აღმოჩნდა ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.
32 წლის ანტონ ვ. და 30 წლის ევგენი ო. თავიდან სიცილით დაიხოცნენ, როცა ადგილობრივ კანონს გაეცნენ. შემდეგ კი უცებ გონება გაუნათდათ და სულელური კანონის სულელურად დარღვევის სურვილი გაუჩნდათ.
"ბოლოს და ბოლოს გასართობად ჩამოვედით!" - აღნიშნა ანტონმა და მეგობართან ერთად "ამერიკული ზღარბუნას" საძებნელად გაემართა. ტურისტების გასაკვირად, ერთ საათში ცხოველი იპოვეს... და ჩანაფიქრი განახორციელეს.
იმ ღამემ სიმშვიდეში ჩაიარა - თვითმფრინავში, რომელიც ფლორიდიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა. დილით გამოფხიზლებული "გმირები" აეროპორტიდან პირდაპირ საავადმყოფოსკენ გაემართნენ.
ცნობილი კლინიკის, Cedars-Sinai-ს ექიმები იძულებულები იყვნენ, ფაქტის კონსტატირება მოეხდინათ, როცა რუსების გენიტალიებზე ზღარბის უამრავი ეკალი აღმოაჩინეს. ტურისტების საბედნიეროდ, კალიფორნიაში კანონი მაჩვზღარბასთან სექსის აკრძალვის შესახებ არ არსებობს... ერთი სიტყვით, გადარჩნენ...
ამას თუ გადარჩენა ერქვა - სამშობლოში დაბრუნებულ ექსტრემალებს დიდხანს მოუწიათ ექიმ-სპეციალისტებთან სირბილი, რადგან ცხოველის ეკლებისგან მათ ძლიერი ანთებითი პროცესი განუვითარდათ.
მასალის წყარო: gazeta,spb.ru; s-info.ru