ნაოჭები თვალის გარშემო, ხალხში "ბატის ნაფეხურების" სახელით ცნობილი მეჭეჭები, დისკომფორტს იწვევს სარკეში ჩახედვისას. მათთან ბრძოლა სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი, დღეს კი სახლის მეთოდებს გაგიზიარებთ, რომლებიც ეფექტურია სალონური პროცედურების მსგავსად და აღარ დაგჭირდებათ ნემსის მეშვეობით ინიექციები მათ გასაქრობად.
საცხები
- თუკი ჯერ კიდევ არ ხართ 30 წლის და უკვე იმ "იღბლიან" გოგონებს შორის ხართ, ვისაც ნაოჭები აქვს თვალის გარშემო, არ დახარჯოთ ფული ინიექციებზე. ერთადერთი ეფექტური საშუალება ტოპიკურ რეტინოიდებშია, ხოლო თუკი ძალიან პატარა ზომის ნაოჭები გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ რეტინოლის შემცველი კოსმეტიკური საშუალება. პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ვიტამინი С. სწორედ ეს ვიტამინია კოლაგენთან სინთეზში პასუხისმგებელი და აღადგენს კანის უჯრედებს. ჰიალურონის მჟავის შესახებ კი, დიდი ალბათობით, უკვე იცით. რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ კანის დაჭიმვაში და ნაოჭებს აგაცილებთ თავიდან.
მასაჟი
- გინდათ ნაოჭები შეიმციროთ ან გაიქროთ თვალის გარშემო? მასაჟი დაგეხმარებათ! უმჯობესია გამოიყენოთ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი. მათ შემცველობაში Е ვიტამინია და სხვა ანტიოქსიდანტები, რომლებიც აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და მის რეგენერაციას უწყობს ხელს. მასაჟი წრიული მოძრაობით ჩაიტარეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში ყოველდღიურად. შეგიძლიათ ასევე მზა ნიღბები იყიდოთ ან თვალის პატჩები, ხოლო ეკონომიის მიზნით შეგიძლიათ სახლში დაამზადოთ.
კარტოფილის ნიღაბი
- ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაოჭების წინააღმდეგ. დაგჭირდებათ უმი კარტოფილი. დაუმატეთ ცხიმიანი ნაღები, შემდეგ მოურიეთ და დაიტანეთ თვალის გარშემო. გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი კვერცხის გულით
- კვერცხის გულის ნიღაბი კანს ატენიანებს და ჭიმავს. შეურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი კვერცხის გულს და დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაიტანეთ თვალის გარშემო და გაიჩერეთ 20 წუთით. უმჯობესია ცივ რძეში დასველებული კოსმეტიკური დისკების მეშვეობით მოიცილოთ.
მარწყვის ნიღაბი
- ჩვენი ფავორიტი სწორედ ეს ნიღაბია. მარწყვი კანს ვიტამინებით ამდიდრებს და ნაოჭებს აქრობს. 2-3 ცალი მარწყვი დაჭყლიტეთ, მოურიეთ ჩაის კოვზ თაფლთან ერთად, დაიტანეთ სტერილურ ნაჭერში და დაიწყვეთ თვალის მიდამოებში. 15 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
წყარო: cosmopolitan