წონაში კლების პროცესი სხვადასხვა გზით შეიძლება დაიწყოს, ხოლო კალორიების დათვლა ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი რამ არის. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, რა და რამდენი მიირთვათ, რომელი საკვებია საუკეთესო და რომელი უნდა გამორიცხოთ.
”23 წლის გახლავართ. სპორტულ კომპანიაში კოორდინატორად ვმუშაობ. მას შემდეგ, რაც ჭარბი წონის პრობლემა დამეწყო , ეს ჩემს ჯანმრთელობაზე და ცხოვრების წესზე აისახა. სერიოზულად შევუძახე თავს, რომ რაღაც უნდა შემეცვალა და 50 კილოგრამი დავიკელი.
ჩემი ისტორია
ბავშვობაში საკმაოდ პუტკუნა ვიყავი. 16 წლის ასაკში 25 კილოგრამი დავიკელი, რაც დიეტის მეშვეობით მოვახერხე, მაგრამ შემდეგ ანორექსია განმივითარდა და ეს მცდელობები ცუდად დასრულდა.
ჩემი ურთიერთობა საკვებთან მუდმივად იცვლებოდა: ყველაფერს ზედიზედ მივირთმევდი, შემდეგ კი ჩემ თავს ვუკრძალავდი.. შემდეგ ისევ იგივ მეორდებოდა. ეს ყველაფერი ზედიზედ და ასე მიყოლებით ძალიან რთული იყო. მალევე ფსიქოლოგთან წავედი, რომ ჩემი პრობლემები შემეფასებინა.
რა თქმა უნდა, ამგვარი ჯანმრთელობის მდგომარეობის დროს ძნელი იყო წონაში დაკლება და კიდევ რამდენიმე კილოგრამი მოვიმატე. ზოგადად, მუდმივად ვიტანჯებოდი, დიდხანს კომუნიკაცია ბავშვებთანაც კი არ შემეძლო.
- ერთხელაც გამეღვიძა და მივხვდი, რომ მხოლოდ 21 წლის ვიყავი და უკვე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც მოხუცი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ყველაფერი შემეცვალა.
- თავდაპირველად, გამოვიყენე წონაში კლების ჩემთვის საყვარელი მეთოდი - კალორიების დათვლა. რძის პროდუქტები რაციონიდან ამოვიღე, კუჭმა უკეთესად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ინტერვალებით კვება დავიწყე. ვცდილობდი ღამით არ გამეღვიძა და მაცივარში საკვების ძებნა არ დამეწყო. საუზმობას არ ვიყავი მიჩვეული, ამიტომ შუადღისას ვიწყებდი კვებას. ახლა სულ სხვანაირად ვმოქმედებ: საკვებს დილის 6-7 საათზე მივირთმევ.
რასაც ახლა მივირთმევ
- საუზმე: ყავა და თუ შიმშილის გრძნობამ შემომიტია ცილოვანი კოქტეილიც.
- სადილი: ბოსტნეულის სალათი ქათმის ან ინდაურის ხორცით და ყველით.
- შემდეგ: ცილოვანი ბატონები, კრეკერი, თხილი.
- ვახშამი: ხორცი ბრინჯით, ან ბოსტნეულით.
ჩემი ვარჯიშები
თავიდან მინდოდა სირბილი დამეწყო, მაგრამ კისერი და მუხლები მეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ველო-ტრენაჟორი ვიყიდე და ვარჯიშის პროცესიც უფრო კომფორტული გახდა. ვვარჯიშობდი ცოტას, მაგრამ ყოველდღე.
20 კილოგრამი დავიკელი, გაცილებით მიზანდასახულიი და გამძლე გავხდი. ახლა კვირაში 5-6-ჯერ ვვარჯიშობ, ზოგჯერ ძლიერ ვარჯიშებსაც არ ვუშინდები.
რა დამეხმარა
- კალორიების დათვლა დავიწყე და ამან ჩემ დიეტაზე დიდი გავლენა იქონია. თუ თქვენ გაარკვევთ რამდენ კალორიას იღებს თქვენი ორგანიზმი, წონაში ბევრად სწრაფად დაიკლებთ. ასევე მნიშვნელოვანია კონტროლიც.
- ყოველდღიურად დაახლოებით ერთი და იგივე დროს ვვარჯიშობ. ეს სწრაფად იქცა ჩემ ჩვევად, რაც ძალიან მოსახერხებელია.
- მოტივაციას მმატებდა ფოტოების გადაღებაც და წინსვლას უფრო ვგრძნობდი. სასწორი ყოველთვის არ აჩვენებსნ იმას, რისი დანახვაც გსურთ, ხოლო ფოტოები კი მოტივაციას გმატებენ.
50 კილო დავიკელი და ბოლოს მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც ზედმეტი იყო. დიახ, ხანდახან ვნებდებოდი, მაგრამ შემდეგ ბრძოლას ვაგრძელებდი. ასე რომ, ყველას შეუძლია ამის გაკეთება! ”
წყარო: cosmopolitan