ყველანაირი კულინარიული ექსპერიმენტი სიამოვნებას უნდა ჰგვრიდეს ადამიანს, თუმცა ნამცხვრის გამოცხობა ბევრისთვის რთულად აღიქმება, თითქოს კარგ ნამცხვარს მაშინ გამოაცხობ, როდესაც გამოცდილი კულინარი ხარ და ადრეც გამოგიცხვია რამე.
ეს ასე არ არის, ცხობა ყველას შეუძლია. მთავარია სწორი, მარტივი რეცეპტები და სასურველი ნამცხვრის არჩევა.
ნახეთ 3 მარტივი ნამცხვრის რეცეპტი, რომელიც 5 წუთში კეთდება.
ბანანის ნამცხვარი

ინგრედიენტები:
- ¼ ჭიქა ფქვილი
- ¼ ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 1/8 ჩაის კოვზი დარიჩინი
- ¼ ჩაის კოვზი სოდა
- 2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი
- 1 ათქვეფილი კვერცხი
- 1 დაჭყლეტილი ბანანი
- 1 პაკეტი რძე
აარჩიეთ სასურველი ზომის ჭიქა, შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, გამოაცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთი და გემრიელად მიირთვით.
შოკოლადის ნამცხვარი

ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი კარაქი
- 1 ½ ფილა დატეხილი შავი შოკოლადი
- 1 კვერცხი
- 3 სუფრის კოვზი კაკაო
- 3 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
- 4 სუფრის კოვზი ფქვილი
- ½ სუფრის კოვზი სოდა
- ცოტა მარილი
გაადნეთ შოკოლადი და კარაქი ერთად მიკროტალღურ ღუმელში, შემდეგ დაუმატეთ ინგრედიენტები, ჯერ სითხის შემცველი, შემდეგ ფხვიერი და ნელ-ნელა კარგად ურიეთ. შედეთ მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთი და გემრიელად მიირთვით.
გამომცხვარი ორცხობილა ჭიქაში

ინგრედიენტები:
- 1/3 ჭიქა ფქვილი
- 1/8 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 3 სუფრის კოვზი შოკოლადის ბურთულები
- 1 სუფრის კოვზი კარაქი, ოთახის ტემპერატურის
- 1 კვერცხი
მოათავსეთ ჭიქაში ყველა ინგრედიენტი, ჯერ შაქარი და მყარი ინგრედიენტები, შემდეგ კი კარაქი და კვერცხი დაუმატეთ. აურიეთ კარგად და გამოაცხვეთ 2 წუთი მიკროტალღურ ღუმელში.
წყარო: thedailymeal.com