სულ რამდენიმე წელია თურქულმა სერიალებმა სოციალური ქსელები მოიცვა და დღეს ყველა ქალბატონს ერთი რომელიმე თურქული სერიალი აუცილებლად ექნება ნანახი. თურქებს, საოცარი სასიყვარულო ისტორიების გარდა, მომხიბვლელი მამაკაცი მსახიობები ჰყავთ. რა თქმა უნდა, ამას თქვენც შენიშნავდით.
ნახეთ 5 ცნობილი თურქი მსახიობი მამაკაცი, რომლებიც გოგონებს განსაკუთრებულად უყვართ
ჯან იამანი
![](/media/images/stories/2019_new/kino/msaxiobi2.jpg)
31 წლის თურქი მსახიობი და იურისტი ჯან იამანი საზოგადოებამ სერიალ ,,ნაადრევი ფრინველიდან“ გაიცნო. ჯანი 2018 წელს რომანტიკული კომედიის ჟანრში, მთელი თურქეთის მასშტაბით საუკეთესო თურქ მამაკაც მსახიობად დასახელდა.
ახლა ჯანი ახალ სერიალში: ,,ბატონი არასწორობა“, მონაწილეობს და აქტიურად აგრძელებს სამსახიობო კარიერას. იამანის სასიყვარულო ურთიერთობა ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. როგორც თურქეთში ამბობენ, ახლა ის მარტოა და ახალ სიყვარულს ეძებს.
ჩაღათაი ულუსოი
![](/media/images/stories/2019_new/kino/msaxiobi4.jpg)
თურქი მოდელი და მსახიობი ჩაღათაი ულუსოი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. ის პირველად სერიალ ,,გზაჯვარედინში“ გამოჩნდა და მას მერე ბევრი ქალისთვის საყვარელი თურქი მსახიობია. 30 წლის მოდელი 2019 წელს საქართველოსაც ეწვია და აღნიშნა, რომ ქართველები განსაკუთრებულად უყვარს.
ბურაქ დენიზი
![](/media/images/stories/2019_new/kino/msaxiobi1.jpg)
29 წლის მომხიბვლელი თურქი მსახიობი ბურაქ დენიზი ქალბატონებისთვის ერთ-ერთი საყვარელი თურქი მსახიობია. 2017 წელს მან საუკეთესო თურქი მსახიობის წოდებაც მიიღო. ბურაქს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალმა ,,სიყვარულს სიტყვების არ ესმის“.
ბარიშ არდუიჩი
![](/media/images/stories/2019_new/kino/msaxiobi3.jpg)
თეატრისა და კინოს მსახიობი ბარიშ არდუიჩი, ათობით თურქულ ფილმსა და სერიალში მონაწილე, საზოგადებამ 2015 წელს ,,დაქირავებულ სიყვარულში“ მთავარი როლის შესრულებისას გაიცნო. ის მკაცრი, მარტოხელა და ერთგული მურათ სალსირმაზის როლს ასრულებდა. ბარიში ახლაც აქტიურად აგრძელებს სამსახიობო კარიერას.
ბურაქ ოზჯივითი
![](/media/images/stories/2019_new/kino/msaxiobi5.jpg)
35 წლის მსახიობი და მოდელი ბურაქ ოზჯივითი ჩვენი სიის ბოლო, საპატიო ადგილს იკავებს. 2007 წელს მან თურქეთის საუკეთესო მოდელის წოდებაც დაიმსახურა. ბურაქს ცოლი და ერთი შვილს ჰყავს. ის საზოგადოებამ სერიალ ,,დიდებული საუკუნიდან“ გაიცნო.
იხილეთ: Top 8 თურქული სერიალი, რომელსაც ვერ მოწყდებით (უყურეთ ონლაინ)