მათ, ვინც ყველაფერი გასცა და სანაცვლოდ არაფერი მიიღო - Marao

მათ, ვინც ყველაფერი გასცა და სანაცვლოდ არაფერი მიიღო

2020-07-14 09:55:29+04:00


არაფერია იმაზე მტკივნეული, როცა თქვენთვის საყვარელ ადამიანს აღარ უყვარხართ.

ეს გრძნობა თითქოს მთელ სხეულსა და გულში შემოგისახლდათ და შიგნიდან გჭამთ. ამ დროს დაუძლურებული და შეშინებული ხდებით; გრძნობთ, როგორ კარგავთ ყველაფერზე კონტროლს და ხვდებით, რომ ყველაფერი გააკეთეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მის გამო ნებისმიერ რამეზე ხართ წამსვლელი, თუმცა ის თქვენ აღარ გირჩევთ. ნელ-ნელა აანალიზებთ, თუ როგორ კარგავთ ადამიანს, რომელსაც ერთ დროს ეყრდნობოდით, ყველაზე უკეთ იცნობდით, შეგეძლოთ მისი იმედი გქონოდათ და თქვენთვის მთელი სამყარო იყო. ისურვებდით საპასუხოდ ისეთივე ძლიერ სიყვარულს, როგორც თქვენ გიყვართ, თუმცა სულერთია, რას გააკეთებთ, საბოლოოდ მაინც წარუმატებლობა გელით.

Leave GIF - Leave - Discover & Share GIFs

  • თქვენ უნდა დაასრულოთ ტოქსიკური ურთიერთობები. მაშინაც კი, თუკი გიჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და თქვენთვის არ არის ის ადამიანი სულერთი. არასაიმედო პარტნიორი ურთიერთობის დანგრევის გარანტიაა. შესაბამისად, მასთან ერთად ოჯახის შექმნა ყველა შემთხვევაში განქორწინებით დასრულდება. სანამ დრო გაქვთ, უმჯობესია, კარგად გააანალიზოთ და დროულად მიიღოთ გადაწყვეტილებები.
Go Away Leave GIF by Bones - Find & Share on GIPHY

  • არაფერია იმაში რომანტიკული, რომ იწეოდეთ ისეთი ადამიანისკენ, რომელსაც არ უყვარხართ. სულაც არ არის რომანტიკული საკუთარი თავის მიძღვნა იმ ადამიანისთვის, რომელიც პატივს არ გცემთ და რომლისთვისაც სულერთი ხართ. ორთაბრძოლები, რომლებიც ურთიერთობებში გაქვთ, მომავალშიც გაგრძელდება, არსად გაქრება. დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ ეს ხმაური და ტკივილი?
tumblr_mimhtbyhcl1r2320uo1_500.gif (500×240) shared by The Godmother

  • ნებისმიერი ურთიერთობა და შეცდომა ახალი გაკვეთილის წყარო ხდება, რამაც განვითარების ახალი ეტაპისკენ უნდა გიბიძგოთ. თქვენ უნდა გესმოდეთ, რა გსურთ პარტნიორისგან და რას უნდა გაექცეთ. ისწავლეთ წასვლა.

Latest Please Leave GIFs | Gfycat

  • გთხოვთ, წადით მისგან. დიახ, მტკივნეული იქნება, მაგრამ თუკი იმავეს ატანას განაგრძობთ, არაფერი შეიცვლება, მასთან ერთად უსწორმასწორო და სახიფათო გზის გავლა მოგიწევთ გამუდმებით. ეს არის შხამი, რომელიც ნელ-ნელა მოგიღებთ ბოლოს.
don't go gifs | WiffleGif

  • არ ღირს სამაგიეროს გადახდა. ის არის ჭრილობა, რომელიც უნდა მოირჩინოთ ისე, რომ არ დარჩეს ნაკვალევი. რაში გჭირდებათ შურისძიება, როცა უკვე მიატოვეთ და ესეც საკმარისია. ის ინანებ თქვენს დაკარგვას, ვინაიდან იცის, რომ თქვენნაირს ვეღარასდროს იპოვის. მოენატრებით მუდამ, მაგრამ გვიანი იქნება.

Supernatural 10x20

  • ახლა კი, დროა, იყოთ უკეთესი ადამიანი და გახდეთ უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება. იცხოვრეთ საუკეთესო ცხოვრებით და ყველაფერი სულ მალე დალაგდება.

Dream Cast || ACOTAR || - Elain Archeron - Wattpad

  • წადით და უბრალოდ განაგრძეთ ცხოვრება.
Pin by M.J.G. on Anime Aesthetic | Aesthetic gif, Studio ghibli ...

წყარო: cluber