წონაში დაკლების მსურველთა ერთ-ერთი პრობლემაა, რომ მათ უნდათ ბოლომდე უერთგულონ ჯანსაღ (და ზოგისთვის ძალიან მშრალ) დიეტას მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩვენმა გმირმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია წონაში დაკლება მაშინაც, თუ თქვენი ახალი გეგმა იმ რეჟიმის საპირისპიროა, რომელსაც იცავთ.
”24 წლის ვარ. ბანკში ოპერატორად ვმუშაობ. ჩემი ამბავი არც ისე სტანდარტულია: ერთი წელი კეტოდიეტას შევალიე. შემდეგ კი უფრო ნაცნობი დიეტა ავირჩიე და 2 წელში 65 კილო დავიკელი.
ჩემი ისტორია
- მე მუდმივად სპორტის სხვადასხვა სახეობით ვიყავი დაკავებული. არანაირი მიზეზი არ მქონდა, მეფიქრა იმაზე, თუ რა და როგორ უნდა მეჭამა. შემდეგ უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე, შევეშვი სპორტს და წონაში საგრძნობლად მოვიმატე. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს პრობლემა იყო და არაფერი გამიკეთებია ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად.
- მუდმივად დაღლილობის განცდა მქონდა. საკუთარ თავს დავპირდი, რომ ყველაფერს შევცვლიდი და სხვადასხვა საბაბს შევეშვებოდი, რომელიც სულ ხელს მიშლიდა.
წონაში დაკლებამდე, მოგზაურობის დასაწყისში, კეტოდიეტა შევისწავლე და დაახლოებით 1 წელი ვიცავდი. მოვისმინე უამრავი რამ, იმ ადამიანებისგან, ვინც გამოსცადა ეს დიეტა და ვფიქრობდი, რომ კარგი ვარიანტი იქნებოდა ჩემთვისაც.
ამ გზით 45 კილო დავიკელი, შემდეგ კი მივხვდი, რომ მზად ვიყავი ახალი მიღწევებისთვის და მეტი შემეძლო. კეტოდიეტის საპირისპირო დიეტაზე შევაჩერე არჩევანი. ამრიგად, მე სერიოზულ შეზღუდვებთან აღარ მქონდა საქმე და შემეძლო უფრო გემრიელი საკვები მიმეღო.
რასაც ახლა მივირთმევ
- საუზმე: სენდვიჩი (ჭვავის პურისგან), კვერცხი, ყველი და ლორი, ყავა უცხიმო რძით.
- სადილი: ქათამი ბრინჯით, ბროკოლით და უცხიმო ყველით.
- სასუსნავები: "Energy bar ბატონი", თხილი.
- ვახშამი: ინდაურის ან საქონლის ხორცი, ყველი, ისპანახის სალათა.
ჩემი ვარჯიშები
წონაში დაკლება სახლის ვარჯიშებით დავიწყე. კვირაში 3-4-ჯერ ვვარჯიშობდი, 30-30 წუთით. ჩემი სხეული ბავშვობიდანვე მიჩვეული იყო ამგვარ დატვირთვას, ასე რომ, ეს ყველაფერი მარტივად გამომივიდა. სპორტი ამცირებს სტრესს, მე უფრო ძლიერი და სწრაფი გავხდი. კარდიოვარჯიშიც კარგი იდეაა.
რა დამეხმარა
პირველ რიგში, მე საკუთარ თავში ბევრად უფრო დარწმუნებული ვარ.
მივხვდი, რომ შეუძლებელია ერთ ღამეში წონაში დაკლება. მე მივირთმევ იმას, რაც მიყვარს. ვფიქრობ, რომ ის პროდუქტები, რომლებზეც ვგიჟდები, ძალიან დამეხმარა. დიახ, ზოგი უნდა მიმეტოვებინა, მაგრამ მთლიანობაში, ყველაფერი ძალიან კარგადაა. დაბოლოს, ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანები აღმოვაჩინე, რომლებსაც იგივე პრობლემები აქვთ და ერთად ძალიან ბევრი რამ გადავლახეთ. 2 წელში 65 კილო დავიკელი. დიახ, თავიდან მეჩვენებოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო! მაგრამ როგორც კი მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მუშაობს, მიზნისკენ სწრაფად წავედი!”
წყარო: Cosmopolitan