როგორ დაძლიოთ მარტივად ურთიერთობის დასრულების ეტაპი და დაიწყოთ ახალი ცხოვრება?
1. არ დამალოთ მღელვარება
- არ ღირს ემოციების დამალვა, რომელიც განშორებით იქნა გამოწვეული, ნუ შეეჯიბრებით უგრძნობლობასა და ინდიფერენტულობაში თქვენს ყოფილ პარტნიორს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბედნიერების გამომხატველი ფოტოებიც არ ნიშნავს იმას რომ მან მარტივად გადაიტანა, შესაძლოა ეს მისი შენიღბვის ერთგვარი მეთოდი იყოს. რაც უფრო ხმამაღლა აღიარებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების დასრულების დანაკარგს მით უფრო მალე დაიწყებთ ახალ ცხოვრებას და აღარ დაუშვებთ მომავალში მსგავს შეცდომებს.
2. დაიმშვიდეთ თავი, ოღონდ ზომიერად
- არაფერია იმაში ცუდი, რომ თქვენთვის საყვარელი რაღაცების მეშვეობით დაიმშვიდოთ თავი, მაგალითად ნაყინით, სერიალების ყურებით, შოპინგით, მეგობრებთან დროის გატარებით, თუმცა ყველაფერში ზომიერება გმართებთვ, ვინაიდან ეს პრობლემის გადაჭრაში კი არ გეხმარებათ, არამედ ქმნის ილუზიას არასასურველ გრძნობებზე კონტროლის მხრივ. როგორც ფსიქოლოგი ლაურა ხეკი პოდკასტ Marriage Therapy Radio-ს წამყვანი განმარტავს: "ხშირად გრძნობები რომლებიც ავსებს ადამიანს მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ამდიდრებს და იწვევს პიროვნულ განვითარებას, მიეცით თავს მოწყენის უფლება და დართეთ ნება შეასრულოს თავისი დავალება თქვენს მიმართებაში."
3. იფიქრეთ საკუთარ თავზე
- პარტნიორთან განშორებით ბევრი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ რომელიც უნდა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ, დაკავდით რაიმე სასარგებლოთი, ივარჯიშეთ, უყურეთ თქვენთვის საყვარელ ტელესერიალებსა და ფილმებს, შეეცადეთ ახალი უნარები გამოავლინოთ თქვენში, პარტნიორთან განშორება საკუთარ თავთან მეტი კავშირის აღდგენაში დაგეხმარებათ.
4. დაეყრდენით ახლობლებს
- განშორება არ არის საკუთარ თავში ჩაკეტვის მიზეზი, მიუხედავად იმისა რომ პირადი დრამაა, მარტო გამკლავება რთულია, გაუზიარეთ მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს ვისთანაც კარგად ურთიერთობთ, მიიღეთ მათგან მხარდაჭერა, ეს თავიდან აგაცილებთ გადამეტებულ თვითკრიტიკას და შეგახსენებთ რომ კარგი ადამიანი ხართ და იმსახურებთ ბედნიერ ურთიერთობებს.
5. შეწყვიტეთ თვალთვალი
- არ არის მარტივი საყვარელ ადამიანთან განშორება, მაგრამ თუკი დასრულდა ურთიერთობა, აუცილებელია ყველაფერი მის შესახებ წაშალოთ ფოტოებით დაწყებული, სოციალურ ქსელში მეგობრობით დასრულებული, სისუსტის დროს მიმოწერა კი თქვენს ყველაზე სუსტ მხარეებს გამოავლენს და ეს უფრო მეტად ნეგატიურ შთაბეჭდილებას დაუტოვებს ყოფილ პარტნიორს თქვენზე, ასე რომ თავი შეიკავეთ მსგავსი ქმედებებისგან.
6. ნუ აიდეალებთ წარსულ ურთიერთობას
- არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერად გიყვარდათ, შეეცადეთ შეინარჩუნოთ ობიექტურობა ურთიერთობაში და ნუ ადრამატიზირებთ, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს განშორება და დარწმუნებული იყოთ რომ ერთადერთი იყო არ აქვს აზრი წარსულ შეცდომებზე ფიქრს, მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები და ნუ აიდეალებთ წარსულს, ამ მეთოდით გაითავისუფლებთ ენერგიას ემოციური რეაბილიტაციისთვის.
7. აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა
- საკუთარი შეცდომების აღიარება ემოციური სიმწიფისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იმ შემთხვევაშიც კი თუკი 90% დამნაშავე თქვენი პარტნიორი იყო, დაფიქრდით თქვენს შეცდომებზეც, მათი გაანალიზება მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდება პერსპექტიულ ურთიერთობებში.
8. მოაწყვეთ საფინალო დიალოგი
- ემოციური ნეგატივისგან გასათავისუფლებად განშორებიდან ერთი-ორი თვის შემდეგ შეგიძლიათ მოაწყოთ მშვიდი დიალოგი, იმისათვის რომ ერთმანეთისადმი დაგროვებულ კითხვებზე მიიღოთ ადეკვატური და სასარგებლო უკუკავშირი, ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია მაშინ როცა ყოფილი პარტნიორები ერთმანეთისადმი გაცივებულები არიან - განმარტავს ფსიქოთერაპევტი ლოს-ანჯელესიდან სპენსერ ნორთი.
წყარო: elle