ფრანგების რეკომენდაციით: შოკოლადის ტორტის 3 მარტივი რეცეპტი - Marao

ფრანგების რეკომენდაციით: შოკოლადის ტორტის 3 მარტივი რეცეპტი

2020-07-21 09:17:16+04:00


ჩაინიშნეთ ფრანგული საკონდიტრო ხელოვნების სამი ოსტატის ფილიპ კონტიჩინის, სირილ ლინიაკის და ჟან-ფრანსუა პიეჟის შოკოლადის ტორტების მარტივად მომზადების წესი კარაქის, შაქრისა და შოკოლადის გამოყენებით.

ფილიპ კონტიჩინის შოკოლადის ტორტი

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი შავი შოკოლადი
  • 50 გრამი რძიანი შოკოლადი
  • 115 გრამი ნაღები
  • 120 გრამი კვერცხი (2-3 ცალი, ზომას გააჩნია)
  • 55 გრამი შაქრის პუდრი
  • 45 გრამი ფქვილი
  • 15 გრამი წაბლის ფქვილი
  • მწიკვი მარილი
მომზადების წესი:

  1. გაადნეთ შოკოლადი კარაქთან ერთად, შემდეგ ადღვიბეთ კვერცხი შაქართან ერთად ჯამში და დაუმატეთ ფქვილი, დაასხით გამდნარი შოკოლადი და მწიკვი მარილი.
  2. მოურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვარი მასის მიღებამდე, დაასხით ცომი კექსის ფორმის საცხობში რომელზეც ფქვილი უნდა მოაყაროთ თავდაპირველად, გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში 160 გრადუსზე,
  3. ტორტის მირთმევა შეგიძლიათ ცხელ ან ცივ კონდიციაში.

სირილ ლინიაკის შოკოლადის ტორტი

ინგრედიენტები:

  • 250 გ ნაღები + ცოტაც კექსის საცხობი ფორმის დასაფარად
  • 160 გ ფქვილი + მწიკვი კექსის საცხობ ფორმაში მოსაყრელად
  • 250 გ შოკოლადი
  • 250 გ კვერცხი
  • 150 გ შაქრის პუდრი
მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე, დაფარეთ საცხობი ფორმა ნაღების კარაქით და მოაყარეთ ფქვილი,
  2. გაადნეთ შოკოლადი და დაუმატეთ ნაღების კარაქი, ათქვიფეთ, კვერცხი და შაქარი ერთად ადღვიბეთ,
  3. ორი მიღებული მასა ერთმანეთში აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე,
  4. მოათავსეთ ცომი მომზადებულ ფორმაში და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში.

ჟან-ფრანსუა პიეჟის შოკოლადის ტორტი გლუტენის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 250 გ შავი შოკოლადი (50%)
  • 250 გ გამდნარი ნაღების კარაქი + ოდნავ საცხობის ფორმის დასაფარად
  • 5 ცალი კვერცხი
  • 20 გ შაქრის პუდრი
  • 90 გ ბრინჯის ფქვილი
  • 120 გ საკონდიტრო შაქარი
მომზადების წესი:

  1. 50 გრადუსზე გაადნეთ ნაღების კარაქი და შოკოლადი, დაუმატეთ კვერცხი, შაქრის პუდრი და საკონდიტრო შაქარი,
  2. თანდათან დაამატეთ გამდნარი კარაქი და შოკოლადი,
  3. გაცერით ბრინჯის ფქვილი და დაამატეთ მიღებულ მასაში,
  4. მოათავსეთ ღუმელში 170 გრადუსზე საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 9 წუთის განმავლობაში.
Anyone With a Sweet Tooth Will Love These GIFs by GIF Greeting ...

წყარო: vogue