თუ გადაწყვეტთ, რომ ზღვაზე წახვიდეთ, გაითვალისწინეთ იმ ანტიტრენდების შესახებ არსებული ინფორმაცია, რომელსაც ამ მასალაში გაგაცნობთ.
აქვე გეტყვით, რომ წელს აქტუალური აღარც ე.წ „ტანგეტკა“ ფეხსაცმელია, რომელსაც ქალბატონები სანაპიროზე სეირნობის დროს აქტიურად იყენებდნენ.
მაშ ასე..
პარეო
მას როგორც წესი, გვერდებზე იმაგრებენ. ამ სეზონზე ის ნაკლებად აქტუალურია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მყვირალა ფერის არის. ასევე უნდა დავივიწყოთ კიმონოს მსგავსი ზედებიც. რაც შეეხება შემცველობას, სასურველია ფიგურირებდეს ბამბა - ასე უფრო მარტივი და უკეთესია.
ნაქსოვი საცურაო კოსტიუმები
აქვე გაითვალისწინეთ ისიც, რომ არც მაქმანით გაფორმებული საცურაო კოსტიუმები აღარ არის ტრენდული.
ისინი აქტუალური აღარაა და ძველმოდურადაც კი მიიჩნევენ.
შეგიძლიათ რამე უფრო გრაციოზული, ახლებური ვარიანტი შეარჩიოთ.
საზღვაო შორტები
პირველ რიგში, ასეთი შორტები მოძრაობაში შეგიშლით ხელს და თავს არაკომფორტულად იგრძნობთ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ მჭიდროდ მორგებული მოდელები სხეულის ქვედა ნაწილის მოცულობას უფრო მეტად უსვამენ ხაზს, რაც ცუდია. თუ ზომაც არასწორადაა შერჩეული, მაშინ სხეულზე ნაკეცებსაც წარმოაჩენს და ეს რბილად რომ ვთქვათ, ცუდი სანახავია.
მინი-შორტები
ძალიან მოკლე შორტები გლამურულ 2000-იან წლებს ჩაბარდა.
ჩვენ გირჩევთ, გადახედოთ ბევრად უფრო თანამედროვე (და სათანადო) ვარიანტებს.
მხრებზე გადაწეული ტოპები და კაბები
- ასეთი მოდელები ვიზუალურად აპატარავებენ სხეულის პროპორციებს და მხრებს აფართოებენ, რაც ზედა ნაწილს მასიურს ხდის.
- დღეს ისინი უბრალოდ შეუსაბამოა. თუ გსურთ, რომ თქვენს მხრებზე ყურადღება გაამახვილონ, აირჩიეთ ტოპები და კაბები თხელი ზოლებით. ან ჩაიცვით პერანგი და ოდნავ ჩამოსწიეთ ერთ მხარზე. ორივე ვარიანტი ბევრად უფრო შთამბეჭდავად წარმოაჩენს ფიგურას.
წყარო: cosmopolitan