თუკი არ გიჭირთ ახალი კარგი ჩვევების გამომუშავება მაშინ „საკმარისად ფართედ“ აზროვნებთ. ასე მიიჩნევს მეცნიერი-ბიჰევიორისთი ბი ჯეი ფოგი სტენფორდის უნივერსიტეტიდან, რომელიც 30 წლის მანძილზე ადამიანის ჩვევებს შეისწავლის, მისი სიტყვებით, გასაღები წარმატებისკენ სწორედ ახალ ჩვევებში იმალება.
რუტინული სამუშაო კი ვიწროდ აზროვნებას აყალიბებს, ადამიანის ყოველდღიურ ჩვევებზე დაკვირვების ლაბორატორიის დამფუძნებელი ფოგი CNBC Make it-თთან ინტერვიუში ამ ყოველივეს აღწერს სიტყვებით: „ვიწროდ, თუმცა მყარად.“
რომელი 11 ჩვევა უმაღლებს ადამიანს პროდუქტიულობას ფოგის დაკვირვებებიდან გამომდინარე?
- სამუშაო მაგიდასთან დაჯდომისას, ტელეფონს უხმო რეჟიმზე ვრთავ.
- ოფისიდან გამოსვლამდე, უადგილოდ დატოვებულ ერთ ნივთს მაგიდიდან ვიღებ და ყოველთვის თავის ადგილზე ვდებ.
- ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული წერილების წაკითხვის შემდეგ, აპლიკაციას დახურულ მდგომარეობაში ვტოვებ.
- Word-ის ახალი დოკუმენტის გახსნისას, ყველა სხვა აპლიკაციას კომპიუტერში რომელიც არ მჭირდება „ვკეცავ“ სამუშაო მაგიდიდან.
- თუკი ვამჩნევ რომ უაზროდ ვსქროლავ სოციალურ ქსელში, რომელიმე გვერდს, გამოვდივარ ქსელიდან.
- შეკრებების შემდეგ ყოველთვის ვარქმევ ჩანაწერებს სახელს, ვაწერ თარიღს და ვუთითებ მონაწილეებს.
- თუკი შევნიშნე რომ ზარი საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ვამბობ: „მოხარული ვარ თქვენთან საუბრით, მაგრამ სამწუხაროდ ახლა უნდა გავიქცე, ხო არ გამოვტოვეთ რაიმე მნიშვნელოვანი?“
- მნიშვნელოვანი e-mail-ის წაკითხვის შემდეგ ვინახავ მასთან დაკავშირებულ პროექტთან ერთად ფაილში.
- მნიშვნელოვანი შეტყობინების წაკითხვის შემდეგ შაბლონურ პასუხს ვაგზავნი: „წერილი მივიღე, დაგიბრუნდებით პასუხით სიღრმისეული განხილვის შემდგომ.“
- ოფისიდან გასვლისას, გონებაში ვაწყობ დღის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს.
- სახლში შესვლისთანავე გასაღებს საკიდზე ვათავსებ.
წყარო: cluber