50 წლის თამარ გვერდწითელის პირად ცხოვრებაში ბოლო დროს დიდი ცვლილებებია. მომღერალს რა ხანია ხედავენ კავკასიური გარეგნობის მამაკაცის გვერდით, რომელიც, როგორც გაირკვა, მის სახლში რემონტს აკეთებდა, მერე კი იქვე დარჩა.
გვერდწითელის ახალი მეგობარი მამაკაცის ვინაობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, იგი თბილისელი იყო, ვინმე ნოდარი. თუმცა გვერდწითელის მეზობლებისგან ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მამაკაცი ნოვრუზ მამედოვია, 53 წლის, რომელიც ხაბაროვსკში მსხვილი ბიზნესმენი ყოფილა - 13-ამდე ბაზრის, სასტუმროების, გაზეთისა და საქსოვი ფაბრიკის მფლობელი.
1995 წელს რუსეთის დუმაშიც კი იყრიდა კენჭს, მაგრამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა. როგორც ჩანს, გვერდწითელის სახლში ის ან რემონტს ხელმძღვანელობდა, ან რემონტის ამბავი საერთოდაც მოგონილია.
ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მამედოვს თურმე ცოლი და შვილები ჰყოლია და მისმა ცოლმა ქმრის რომანის შესახებ გაზეთებიდან შეიტყო.
საზოგადოება მოვლენათა მიმდინარეობას ელოდება. ყველას აინტერესებს, გაეყრება თუ არა მამედოვი ცოლს და გადადგამს თუ არა ქართველი მომღერალი კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, ნაბიჯს ოჯახის შესაქმნელად.