საცურაო კოსტიუმის შერჩევა მარტივი ნამდვილად არ არის. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ, როგორც თქვენი სხეულის მოყვანილობა, ისე მოდური ტენდენციები. სა-ცურაო კოსტიუმს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ტანსაცმელს, შეუძლია თქვენი გარეგნობის საუკეთესოდ წარმოჩენა, მეორე მხრივ კი არასწორად შერჩეულმა საცურაო კოსტიუმმა შეიძლება თქვენი სხეული ის დეტალი, რომლითაც კმაყოფილი არ ხართ, უფრო მკაფიოდ გამოკვეთოს. ლამაზთან და მოდურთან ერთად კი ის კარგი ხარისხისაც უნდა იყოს, რომ მცხუნვარე მზეში თქვენი კანის გაღიზიანება არ გამოიწვიოს.
ახლა გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური საცურაო კოსტიუმის შერჩევაში დაგეხმარებათ.
განიერი მხრები – თუკი ფიქრობთ, რომ ზედმეტად განიერი მხრები გაქვთ, გირჩევთ ატაროთ V-ს ფორმის ან მრგვლად გულამოჭრილი საცურაო კოსტიუმი, რომელიც თქვენს მხრებს გაცილებით ვიწროს წარმოაჩენს.
მოკლე კისერი – თუ მოკლე კისერი გაქვთ, უმჯობესია შეიძნოთ უბრეტელო საცურაო კოსტიუმი. ხოლო თუ დიდი მკერდი გაქვთ, მაშინ არჩევანი V-ს მსგავს გულამოღებულ საცურაო კოსტიუმზე შეაჩერეთ.
ვიწრო მხრები – ამ პრობლემის მოგვარებას მარტივად შეძლებთ, თუ ფართობრეტელებიან საცურაო კოსტიუმს ჩაიცვამთ.
მსუქანი ხელები – ყურადღების გადატანად უმჯობესია ჩაიცვათ საცურაო კოსტიუმი, რო-მელსაც მკერდზე ექნება ნაქარგი ან სხვადასხვა დიდი დეტალი.
მოკლე წელი – კატეგორიული უარი თქვით ბიკინიზე. აქცენტი გააკეთეთ თეძოებთან ღრმად ამოჭრილ, მთლიან საცურაო კოსტიუმზე.
დიდი მუცელი – ეს პრობლემა ყველაზე აქტუალურია. გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ მყარი და ამვდროულად მცირედ წელვადი მატერიის საცურაო კოსტიუმს, რომელიც "შეის-რუტავს" მუცელს. არ შეიძინოთ რბილი და მკრთალი ფერის ქსოვილისგან შეკერილი საცუ-რაო კოსტიუმი, რადგან ის თქვენს პრობლემას ხაზს გაუსვამს.
ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ წარმოგიდგენთ 2020 წლის ტრენდულ საცურაო კოსტიუმებს როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისა და ბავშვებისთვის. მაღალი ხარისხის, მოდური საცურაო კოსტიუმების მისაღებ ფასად შეძენას ოჯახის ყველა წევრისთვის საბურთალოს „სითი მოლში“ შეძლებთ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>