С ვიტამინი, ანუ რა წავისვათ დილით სახეზე პირველ რიგში - Marao

С ვიტამინი, ანუ რა წავისვათ დილით სახეზე პირველ რიგში

2020-07-28 15:11:40+04:00


კარგი დილა პოზიტიური დღის დასაწყისია, სწორი მოვლა - ლამაზი კანის გარანტი. დერმატოლოგებმა დღის დასაწყისის ყველაზე კარგ ინგრედიენტად კი С ვიტამინი დაასახელეს. ეს არის პირველი რამ, რაც დაბანილ სახეზე უნდა დაიტანოთ ტონიკით გაწმენდის შემდგომ. როგორ გამოვიყენოთ სწორად?

Nu Skin Nuskin Settingpowder Bronzor Contour Makeup Skincare GIFs ...

როგორ მუშაობს კოსმეტიკაში С ვიტამინი

  • "ვიტამინი С - ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ნებისმიერ ცხოველში სირთულეების გარეშე ახდენს სინთეზს, თუმცა ადამიანის შემთხვევაში ასე არ არის. ამიტომ აუცილებელია ჩვენ ეს ვიტამინი მივიღოთ საჭმლის, დანამატებისა და თავის მოვლის საშუალებების სახით.
კანზე კი მოქმედების საკმაოდ დიდი სპექტრი ახასიათებს:

  1. კოლაგენის სინთეზში მონაწილეობს
  2. მელანინის სინთეზს ამცირებს და კანს გათანაბრებულ და ჯანსაღ იერს ანიჭებს
  3. მზის სხივების მავნე მოქმედებას ამცირებს
  4. კანის დამცავ ფუნქციას აძლიერებს და ანთების ინტენსივობას ამცირებს
  • ვიტამინი С შეუცვლელი ანტიასაკობრივი საშუალებაა, კოსმეტიკაში ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის გამოიყენება აქტიურად, აღიავებს სახის კანის ტონს, ამცირებს პიგმენტურ ლაქებს; ამასთანავე, კანს ულტრაიისფერი სხივების მოხვედრისგან იცავს.

Margot Robbie's Beauty Routine Is Psychotically Perfect | Vogue on ...

როგორი ტიპის კანს უხდება С ვიტამინი

  • ეს ვიტამინი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, თუმცა აუცილებელია შეარჩიოთ ის ფორმა, რომელიც თქვენი კანის მოთხოვნებს ყველაზე უკეთ უპასუხებს: ყოველდღიური მოვლა - ფორმების სტაბილიზირება, ინტენსიური კურსი - სუფთა ვიტამინის ფორმა. "სუფთა" ფორმების გამოყენებას სიფრთხილე სჭირდება, თუკი მგრძნობიარე კანი გაქვთ: იმისათვის, რომ მისი ფორმულა სტაბილური იყოს, მჟავას უმატებენ, რამაც შესაძლოა კანის გაღიზიანებადობა გამოიწვიოს.

Tired Skin Care Sticker by The Skinny Confidential for iOS ...

რისგან მზადდება С ვიტამინი

  • ხშირად ქიმიური მეთოდით იღებენ გლუკოზიდან ამ ვიტამინს, თუმცა არის შემთხვევები, როცა მცენარის ექსტრაქციის მეთოდითაც ამზადებენ, მაგალითად, ასკილის ნაყოფისგან, ბერძნული თხილის ფოთლებისგან, მუხის ქერქისგან, ხილისა და კენკროვანებისგან, ასევე - ციტრუსებისგან.

Skincare Face Mask Sticker by Colourpop Cosmetics for iOS ...

როდის არის უკეთესი ვიტამინის გამოყენება

  • მთავარია გაითვალისწინოთ, რომ ამ ვიტამინის მიღება და მზის სხივებზე ყოფნა კანს მგრძნობიარობას მატებს. ამიტომ აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, თუმცა ის საშუალებები, რომლებიც ასკორბინის მჟავას მაღალი კონცენტრაციით - 10-15% შეიცავს, მაშინ უმჯობესია მხოლოდ ღამით გამოიყენოთ ვიტამინი.
Mask Skincare Sticker by thelusterlab for iOS & Android | GIPHY

წყარო: vogue