ქალბატონების უმეტესობა ყოველ დილას მაკიაჟის გაკეთებით იწყებს. სამსახურის სამზადისში იმაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ არის, თუ რა ფერები და როგორი მაკიაჟი მოუხდება ყოველდღიურ ჩაცმულობას. ამ პრობლემის თავიდან ასცილებლად სილამაზის ექსპერტებმა ყოველდღიური მაკიაჟის რამდენიმე მარტივი წესი შეადგინეს.
ნახეთ, როგორ უნდა გაიკეთოთ და რა პროდუქტები უნდა და არ უნდა გამოიყენოთ ყოველდღიური მაკიაჟისთვის.
დავიწყოთ ქონსილერით

- ყოველდღიური მაკიაჟის გაკეთება ნამდვილად ქონსილერით უნდა დავიწყოთ და ნამძინარევი, ოდნავ შეშუპებული თვალების უპეები ამოვავსოთ. ეს პირველი ნაბიჯი ქალბატონების ერთ-ერთი საიდუმლო ხრიკია.
მაკიაჟის ბაზა

- სანამ კანზე რაიმე პროდუქტს დაიტანთ, აუცილებელია ბაზა გადაინაწილოთ სახის კანზე, რადგან ჩვენ მიერ არჩეულ მაკიაჟის პროდუქტებში შემავალი მავნე ნივთიერებები კანში არ უნდა მოხვდეს. აარჩიეთ შესაფერისი ფერის ბაზა და გადაინაწილეთ სახეზე.
- არ წაისვათ ბევრი ან მუქი ფერის ბაზა, ეს ყოველდღიური მაკიაჟის წესებს სცდება.
ბლაში ყვრიმალებსა და ლოყებზე

- ყოველდღიურ მაკიაჟში უმჯობესია ტონალური არ ჩავრთოთ და ეს საფეხური გამოვტოვოთ. თუ თქვენი კანის ფერი ზედმეტად თეთრია, გამოიყენეთ BB ან CC კრემები. ამჯერად, ბაზიდან პირდაპირ ბლაშზე გადავიდეთ.
- შეარჩიეთ მოწითალო-მოვარდისფრო ბლაში და ლოყისა და ლავიწის არე გააწითლეთ. ბლაშის ეფექტი შეუმჩნეველი უნდა იყო. ამიტომ ბევრი წითელიც არ ვარგა ყოველდღიურობაში.
ბრონზერი

- არ აქვს მნიშვნელობა, წელიწადის რომელი დრო და სეზონია, ბრონზერი ყოველთვის საჭიროა მაკიაჟის გასაკეთებლად. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ ყოველდღიური მაკიაჟის დროს ეს საფეხურიც აუცილებელია. შეარჩიეთ თქვენს კანზე ოდნავ მუქი ბრონზერი და გადაინაწილეთ სახეზე, ლოყისა და საფეთქლის მიდამოში.
- გაითვალისწინეთ, არც ბევრი ბლაში და გამუქებული ლოყებია სწორი ყოველდღიური მაკიაჟისთვის.
თვალის ჩრდილი

- შეარჩიეთ ,,ნუდ“ ფერები, მაგალითად, ღია ყავისფერი, ღია ნაცრისფერი, მოვარდისფრო-მოწითალო და კრემისფერი თვალის ჩრდილები და თვალებზე დიდ აქცენტს ნუ გააკეთებთ. ყოველდღიურ სტილს ბევრი სიკაშკაშე არ უხდება.
- არ გამოიყენოთ შავი ფერი და ნუ შეივსებთ ქუთუთოს ჩრდილებით. მსუბუქი და მძიმე მაკიაჟი ერთმანეთისგან უნდა განირჩეოდეს.
- ტუჩსაცხი
- შეარჩიეთ ნატურალური, ღია, ტუჩთან მიახლოებული ფერები, რადგან ყოველდღიურ მაკიაჟს მკვეთრი ფერები არ უხდება. პირიქით, აქ სადა და შეუმჩნეველი აქცენტებია საჭირო.
- არ გამოიყენოთ მკვეთრი კონტური ან მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი. ეს თქვენს მაკიაჟს ყოველდღიურობის იერს მაშინვე დააკარგვინებს.
- ტუში
ბოლო საფეხური ყოველდღიურ მაკიაჟში სწორედ ტუშია. აიპრიხეთ წამწამები ორ-სამჯერ. ეს სრულიად საკმარისია ფერისა და ფორმის მისაცემად.
არ გამოიყენოთ ხელოვნური, დასაკრავი წამწამები, რადგან ყოველდღიურობაში მათი ადგილი არ არის. მაკიაჟის გაკეთება ცალკე ხელოვნებაა, რომელსაც დრო, პრაქტიკა და მონდომება სჭირდება.
წყარო: cheatsheet.com