ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი უფრო იშვიათად იტყუება, ზოგიც უფრო ხშირად - ეს ყველაფერი შინაგანი მიდრეკილების ბრალია.
ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ამბობს სიცრუეს - სიკეთისთვის, ზოგჯერ კი ბოროტი აზრების გამო.
ამის მიუხედავად, ეს არ არის მართებული, რადგან თავად ღმერთმა თქვა, რომ ტყუილი ძალიან საშიშია და მატყუარა ისჯება კიდეც.
მაგრამ ვინ ითვალისწინებს ყველა მცნებას სრულყოფილად? ყოველ შემთხვევაში, არსებობს მინიმუმ ერთი სიტუაცია მაინც, რაც არღვევს ღვთის კანონს და ეწინააღმდეგება.
მაშ ასე...
მორიელი
მორიელები ცნობილი მატყუარები არიან, მაგრამ როდესაც ისინი იტყუებიან, ეს მათთვის სასიამოვნო პროცესი არაა. მორიელისთვის ტყუილი შეურაცხმყოფელია, ისინი იტანჯებიან და მგრძნობიარეები არიან. მაშ, რატომ თვლიან მორიელს გულწრფელ ადამიანად? დიახ, ეს ასეც არის, რადგან ისინი უბრალოდ თავად აღიარებენ თავიანთ ტყუილს მცირე დროის შემდეგ.
კურო
კუროსთვის მოტყუება იგივეა, რაც ვიღაცისთვის დახველება. ისინი ამას ხშირად აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამის აუცილებლობა არაა. თუ კურო ბავშვს ტყუილის გამო სჯიან, მაშინ ზრდასრულ ასაკში ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება. აუცილებელია პატარა კუროს ავუხსნათ ტყუილის მთელი არსი და შემდეგ ნაკლებ ტყუილს უნდა ველოდოთ.
თხის რქა
ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ესმით, რომ თაღლითობა ცუდი და საშიშია. როდესაც მოტყუებას იწყებენ, ვეღარ ჩერდებიან. მათ უჩნდებათ დაუოკებელი სურვილი, თქვან ტყუილი. თუნდაც ეს არ იყოს აუცილებელი. ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ეს სიცრუე ადამიანებს არანაირ ზიანს არ აყენებს, რადგან ხშირად ზოგიერთ პატარა, უმნიშვნელო, ან აბსტრაქტულ ნივთს ეხება.
ტყუპები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველასთვის ცნობილია ისე, როგორც ყბადაღებული ფარისევლები. თვალთმაქცობა გულისხმობს სიცრუეს, მხოლოდ უფრო უარყოფითი კუთხით. ტყუპებისთვის რთულია ან თითქმის შეუძლებელია ამგვარი პრობლემის თავიდან აცილება, მაგრამ არასდროს არ უნდა დანებდნენ.
ლომი
ლომები ადვილად დაარწმუნებენ ადამიანს, რომ ისინი მართლები არიან. თუმცა არ იშურებენ ტყუილებს და ხშირად მიმართავენ ამ მეთოდს. ლომს ტყუილი უყვარს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ცხოვრებას უფრო საინტერესოს და ფერადს ხდის.
ადამიანები, რომლებიც ზემოთ წარმოდგენილ ზოდიაქოს ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ხშირად არც კი ფიქრობენ, რომ იტყუებიან. ეს არ ამცირებს მათ დანაშაულს. თქვენ უბრალოდ უნდა გესმოდეთ და დაგმოთ ტყუილი საკუთარ თავში. ამ პრობლემის მოგვარებისას ფრთხილი და საფუძვლიანი მიდგომა დაგეხმარებათ, რომ არასასურველი ტყუილებისგან თავის დაღწევა შეძლოთ.
წყარო: Cluber