"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ - Marao

"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ

2020-08-07 10:14:15+04:00


ფოტოგრაფი მარი ნაკანი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის უკანასკნელ ფოტოგადაღებას იხსენებს. ნაკანის თქმით, ლეგენდარულ მსახიობს რეჟისორებთან ურთიერთობა ენატრებოდა, რადგან ბოლო დროს მას ფილმებში აღარ იღებდნენ.

"როდესაც ეკამ მითხრა, რომ ლიკა ქავჟარაძე უნდა გადამეღო, შიშმა ამიტანა, ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობა იყო ჩემთვის.

როგორც იტალიელებს ჰყავთ მონიკა, ფრანგებს - კატრინ დენევი და გერმანელებს რომი შნაიდერი, ისეა ქართველებისთვის ლიკა ქავჟარაძე. იგი ქართული სილამაზის შეუდარებელი ეტალონი იყო, არის და იქნება. ამას მკვეთრად ვაცნობიერებდი და მორალურად ვემზადებოდი.

როცა მოვიდა, მოწყენილი იყო, ხმას საერთოდ არ იღებდა.

მე კი მინდოდა თავი დედოფლად ეგრძნო, ეგრძნო, როგორ უყვარს მთელ ქვეყანას; ეგრძნო, რომ ვარდია ხელუხლებელი; ეგრძნო, რომ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მოწიწებით ვექცეოდი, ფრთხილად ვუღებდი, ვეჩურჩულებოდი თითქმის. ეს მისდამი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მალაპარაკებდა ჩუმად.

ყველამ იცის, როგორი ვარ გადასაღებ მოედანზე. ერთხელ ვინც დასწრებია ჩემს გადაღებებს, იცის, რა მკაცრიც ვარ, როგორ ამყავს კონტროლზე მოდელები, როგორ მეცვლება ხმის ტემბრი და ვხდები ცივი და საშიში. მაგრამ აქ ვერ გავბედე, დავპატარავდი, ხმა გამიქრა და ჩუმად ვიღებდი.

ჩემ წინაშე ქალღმერთი იდგა, ეს ლიკა იყო ქავჟარაძე - აი, ის გოგო, ვირზე რო შემოსვა საზოგადოებამ, ტალახს რომ ასხამდა წვიმაში და მაინც უღმერთოდ ლამაზი რომ იყო. ეს ის ლიკა იყო, გვირილებში რომ დარბოდა კახი კავსაძესთან ერთად, პეპლების საჭერით, დაუვიწყარი ღიმილით რომ იღიმოდა ეკრანებიდან; ეს ის ლიკაა, მდინარეში კაბით და ნაწნავით რომ დგას და აუტანლად ლამაზი სხეულით რომ ცეკვავს; ეს ის ლიკაა - მარიტა! მეუბნებოდა ჩემი ტვინი, როცა კამერაში მასზე ფოკუსს ვასწორებდი. გაგრძელება