ტესტი: აირჩიეთ 1 ნაგებობა და შეიტყვეთ თქვენი სულის ყველაზე ფარულ საიდუმლოებებზე - Marao

ტესტი: აირჩიეთ 1 ნაგებობა და შეიტყვეთ თქვენი სულის ყველაზე ფარულ საიდუმლოებებზე

2020-08-08 10:31:45+04:00


დაელოდეთ ერთი წუთით საკუთარ თავს, იფიქრეთ თქვენს სურვილებსა და ოცნებებზე.

პიროვნების დასადგენი ტესტი - მოჯადოებული ციხე, დაგეხმარებათ, რომ გაიგოთ, რა გელით. შესაძლოა მან გიჩვენოთ გზა, თუ როგორ შეძლებთ მოიპოვოთ სიმსუბუქე და თავისუფლება და გაგათავისუფლოთ იმ მძიმე ტვირთისგან, რომელიც თქვენს იმპულსებს ზღუდავს.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ნაგებობა, რომელზეც მზერა მარტივად შეაჩერეთ და წაიკითხეთ შედეგები.

ნაგებობა #1

პრობლემების სიმძიმე ძალიან დიდხანს გიშლიდათ ხელს იმაში, რომ გემოძრავათ. თქვენ ხელმძღვანელობთ პრინციპით: "მე უნდა!"..

თქვენ დახმარებას არ ითხოვთ. მეგობრები აღფრთოვანებულნი არიან თქვენი გამძლეობით, რადგან მათი აზრით, აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ.

მხოლოდ თქვენ იცით რეალური ფასი იმისა, რასაც ყოველდღიურად იხდით ამ სურათის მისაღებად. თქვენს გულში მზე გამოანათებს, ღრუბლები გაიფანტებიან და ეს საბოლოოდ დაგეხმარებათ ტვირთის გაზიარებაში. თქვენ ოცნებობთ შეცვალოთ "მე" "ჩვენ"-ით.

ნაგებობა #2

ზღაპრულ პრინცესას ჰგავხართ. მიისწრაფვით იდეალისკენ და სიყვარულის მოზიდვა გსურთ. თქვენ მუდმივად ისმენთ კომპლიმენტებს, ადამიანები ხშირად შეგნატრიან თქვენ, მაგრამ ისინი ძირითადად მხოლოდ სარგებელს ელიან თქვენგან.

ზოგადად, ცხოვრება, რომელიც გაქვთ - თქვენთვის შესაფერისია, თქვენ არჩეულ როლში ხართ, სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ნამდვილად გინდათ ჩამოიხსნათ იდეალის ნიღაბი და დაივიწყოთ მანერები, უბრალოდ გაიცინოთ და დატკბეთ ბედნიერებით. ნანობთ, რომ ადამიანები გულწრფელობას არ აფასებენ.

ნაგებობა #3

საქმიანი ადამიანი ხართ. საგნებს პრაგმატულად უყურებთ. თქვენ წინასწარ გათვლით დგამთ თითოეულ ნაბიჯს, დაუყოვნებლივ მიაგნებთ ინფორმაციას, რომელსაც ეძებდით. ნებისმიერ სიტუაციაში იცით, როგორ უნდა შეინარჩუნოთ პოზიცია. ხალხს ეჩვენება, რომ თქვენ ზოგადად მოკლებული ხართ ყოველგვარ ემოციას. მხოლოდ ღამით, როდესაც ქალაქის ხმაური იკლებს და ნეტარი სიჩუმე ისადგურებს, ემოციები თქვენს სულს ავსებს. გსურთ იცინოთ და იტიროთ, იყოთ ცოცხალი და ასე რეალური.

ნაგებობა #4

თანაგრძნობითა და სიკეთით სავსე ადამიანი ხართ. თქვენ შეჩვეული ხართ სხვისი სურვილების ასრულებას. მაშინაც კი, თუ ღამით დაგირეკეს. მაშინაც კი, თუ ადამიანი თითქმის შეუძლებელს ითხოვს: ფიქრობთ: "აბა, ვინ, თუ არა მე!"..

ადამიანები იყენებენ თქვენს თავისებურებას. ყოველივე ამის შემდეგ არავის აინტერესებს თქვენი გრძნობები და გამოცდილება, ყველას საკუთარი სარგებელი ანაღვლებს, რაც ასე სამწუხაროა!

ნაგებობა #5

სახლი და ოჯახური ფასეულობები თქვენთვის პირველ ადგილას არის. თქვენ შეგიძლიათ, რომ გაუმკლავდეთ რამდენიმე დავალებას ერთდროულად და ეს შესანიშნავად გამოგივიდეთ. ენერგიული და მეგობრული ხართ. თქვენი სახლი ყოველთვის ღიაა მეგობრებისთვის. ხედავთ მიზანს, თავდაჯერებულად მიდიხართ მისკენ, გზაზე ყველა დაბრკოლებას იცილებთ.

თქვენი ცხოვრება და სტაბილურობა სულს გიმაღლებთ. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა და სევდის მიზეზი არ არის, მაგრამ თქვენ გინდათ თავი იგრძნოთ პატარა პრინცესად, ვისაც თავისი პრინცი თეთრ ცხენზე შესვამს და დაანახებს მსოფლიოს ყველა საგანძურს; ვისგანაც გარშემორტყმული იქნება ზრუნვით და ყურადღებით. პატარა რომანი თქვენს ცხოვრებას სრულიად ახალ, აუხსნელ ფერებს შესძენს.

ნაგებობა #6

ქაოსი და განადგურება თან ახლავს იმ ყოველ ნაბიჯს, რომელიც წარსულს უკავშირდება. თუმცა ცარიელი კედლები და უიმედო მარტოობა აღარ არის ისე მტკივნეული - თქვენ უკვე შეჩვეული ხართ. მიმზიდველი გარეგნობით და უზარმაზარი ნიჭით დაჯილდოვდით. გეშინიათ წინ გადადგმული ნაბიჯის და იმის, რომ აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები.

წარუმატებლობის შიში, ის შიგნიდან გჭამთ და მთლიანად ანგრევს ყველა მცდელობას. მაგრამ ყველაფერი მარტივია დასაძლევად. სცადეთ, მიიღოთ ნანატრი ბედნიერება. თქვენ უბრალოდ უნდა მოკლათ საკუთარ თავში საძულველი შიშები და გადადგათ ნაბიჯები ბედნიერი ცხოვრებისკენ.