ლამაზი სხეული და მინუს 45 კგ: როგორ შევიყვარე ბოდიბილდინგი და შევცვალე ცხოვრება - Marao

ლამაზი სხეული და მინუს 45 კგ: როგორ შევიყვარე ბოდიბილდინგი და შევცვალე ცხოვრება

2020-08-10 11:46:30+04:00


სწორი კვების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ იღვიძებს ენერგია, რომელიც შეიძლება ნებისმიერი რამისკენ იყოს მიმართული. მაგალითად, სპორტისკენ. ჩვენი გმირი სერიოზულად გაიტაცა სპორტმა და მიაღწია შთამბეჭდავ შედეგებს, რაზეც თავად მოგვიყვება.

„26 წლის ვარ. მცირე ბიზნესი მაქვს. 2 წელიწადში თითქმის 45 კილო დავიკელი. ფორმაში ძალოსნობის სიყვარულის და კარგი კვების პრინციპების შემუშავების წყალობით ჩავდექი.

ჩემი ისტორია

სკოლაში ჭარბი წონის გამო პრობლემები არ მქონია. ყველაფერი კოლეჯიდან დაიწყო.

დროთა განმავლობაში სახსრების ტკივილი დამეწყო და დეპრესიაც განმივითარდა. საკვების სწორად განაწილება შესანიშნავი საშუალება იყო საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად.

არც დიპლომი მქონდა, არც სამსახური და ერთადერთი, რაც მე რატომღაც მაკონტროლებდა, ჩემი ჯანმრთელობა იყო. ასე შევტრიალდი ნელ-ნელა უკეთესი ცხოვრებისკენ.

არ მომწონდა სპორტდარბაზში წასვლის იდეა და ამიტომ პირდაპირ საკვების შემცირებით დავიწყე. დილით მივირთმევდი მაფინს, რომელიც შევცვალე კვერცხით და შვრიით. მაშინვე უკეთ ვიგრძენი თავი. ასევე, დიეტის რაციონს დავამატე ავოკადო და თევზი.

რა მივირთმევ ახლა

  1. საუზმე: მწვანე კოქტეილი, კვერცხი, კენკროვანი ხილი, სხვა დღეებში - შვრიის ფაფა ან სხვა ფაფა.
  2. სადილი: ბევრი სალათა თევზით ან ქათმით და ბოსტნეულით.
  3. შემდეგ: ხილი.
  4. ვახშამი: ხორცი ბრინჯით ან სხვა მსუბუქი დანამატით.

ჩემი ვარჯიშები

მე ყოველთვის მშურდა ლამაზად გამოყვანილი სხეულის.

დიეტა რომ შევიცვალე, სპორტისთვის მეტი ენერგია გამომიჩნდა. დავიწყე საშინაო ვარჯიშით, მაგრამ ორი თვის შემდეგ საკმარისად თავდაჯერებული გავხდი იმისთვის, რომ სპორტდარბაზში წავსულიყავი. მართალია, პირველად მალევე წამოვედი, გამწარებული, მაგრამ შემდეგ იქ თითქმის ყოველდღე მივდიოდი.

მოვისმინე გაუთავებელი პოდკასტები ვარჯიშების შესახებ, შევისწავლე დეტალები ექსპერტებთან, თუ როგორ უნდა დავიკლო წონაში. ცხადია, ძალიან მინდოდა წონაში დაკლება და ისიც, რომ სხეული შემეცვალა, რათა თავი ძლიერად ვიგრძნო.

მე ბოდიბილდინგით დავკავდი და სწორად შევარჩიე ვარჯიშები, რომლებიც ჩემს კუნთებს მოუხდა. მაგალითად, ორშაბათს ფეხების კუნთებს ვტვირთავდი, სამშაბათს - მხრებსა და მუცლის კუნთებს და ა.შ.

  • სწორედ ეს ჰობი მეხმარებოდა საკუთარი თავის პოვნაში.
  • ჩემი ვარჯიშების ვიდეოები „Instagram-ზე“ გამოვაქვეყნე. ბევრმა დამიტოვა წამახალისებელი კომენტარები და ჩემი სურათებიც გააზიარა.
  • დავიწყე საუბარი იმაზე, თუ როგორ შევცვალე ცხოვრება. ვაწარმოე „YouTube არხი“ და კიდევ უფრო მეტი მიმდევარი გამიჩნდა. დავიწყე ტრენინგები და ვცდილობ, შთამაგონებელი ვიყო დამწყებთათვის. შედეგად, შეიქმნა მთელი კომპანია, რომელიც ეძღვნება სპორტს და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

რა დამეხმარა

პირველ რიგში, სპორტი. ახლა სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს ჩემ მიმართ და ამ დამოკიდებულებას ყოველდღიურად ვცვლიდი.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კვების მონიტორინგი, მაგრამ გარდამავალი პრობლემები მხოლოდ პირველ კვირებში იყო. შემდეგ სხეული სიახლეს ეგუება და აღარ სურს ჭამა ძველი პრინციპების შესაბამისად.

იმედი მაქვს, რომ ჩემი ამბავი ხელს შეუწყობს მათ, ვინც რაიმე მიზეზით ვერ გადაწყვეტს დაიკლოს წონაში. იმედია, ჩემი არსებობა ცვლილებების სურვილს გაუჩენთ."

წყარო: Cosmopolitan