როგორ უნდა მიხვდეთ, რომ დაბალი თვითშეფასება ერთ ადგილზე გაფერხებთ და არ გაძლევთ წინსვლის საშუალებას - Marao

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ დაბალი თვითშეფასება ერთ ადგილზე გაფერხებთ და არ გაძლევთ წინსვლის საშუალებას

2020-08-10 13:22:07+04:00


გარისკვის გეშინიათ

  • თუკი რაიმეს გეგმავთ ან გათვლები გაქვთ, ისიც საკმაოდ უმნიშვნელო და მცირე ზომისაა, ვინაიდან თქვენი კომფორტის ზონაში დარჩენა თქვენთვისვე ძალიან მნიშვნელოვანია. დროდადრო ფიქრობთ ცვლილებებზე, თუმცა შიში არ გაძლევთ ამის საშუალებას. სხვების შეხედულებებს დიდ ყურადღებას ანიჭებთ და გამუდმებით იქცევით ისე, რომ არ გააღიზიანოთ საყვარელი ადამიანები, ამის ფონზე კი თქვენ თვითონ უბედურების შეგრძნება გეუფლებათ, ვინაიდან არ ხართ ის, ვინც გინდათ იყოთ.

disappointed-gif - RVCJ Media

ცდილობთ ყველას კმაყოფაზე სიარულს

  • ძალიან ხშირად პასუხობთ „კი“-ს ნებისმიერ წინადადებას, რაც ნიშნავს თქვენს მზრუნველობას საყვარელ ადამიანებზე, თუმცა არა საკუთარ თავზე. თუკი მზად ხართ, მსხვერპლად გაიღოთ საკუთარი თავი და ამით კონფლიქტებს თავიდან აიცილებთ, ბევრი არასასიამოვნო რამის გაკეთებაც მოგიწევთ, რაც თქვენ ნამდვილად უბედურს გაგხდით. სიკეთე კარგია, თუმცა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ უნდა იყოთ კარგად განწყობილი.

არაიდეალური ცხოვრებიდან გამომდინარე, მაინც თვლით, რომ გაგიმართლათ

  • შესაძლებელია მცირედით კმაყოფილება გახარებთ, თუმცა თავში მუდამ გიტრიალებთ აზრი, რომ უფრო მეტ პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებთ. მართალია, მადლიერი უნდა იყოთ იმით, რაც გაქვთ, თუმცა უნდა გასცდეთ ელემენტარულ მოთხოვნებს და წინ მიზნები დაისახოთ იმისათვის, რომ უფრო უკეთ იყოთ, ვიდრე დღეს ხართ. მოითხოვეთ მეტი სიყვარული ოჯახისგან, მეტი მხიარულება, მეტი ურთიერთგაგება და პატივისცემა კოლეგებისგან, პარტნიორისგან.

Your Expectations Of People Disappoint You, They Don't Disappoint ...

სხვებს უფლებას აძლევთ, ცუდად მოგეპყრონ

  • გარშემომყოფები ხშირად ისე იქცევიან და იმას ამბობენ,  რაც თქვენი თვითშეფასების დაწევას უწყობს ხელს, თქვენ კი უსარგებლო და გაუგებარ ადამიანად გაქცევენ. დაფიქრდით, რატომ გექცევიან ასე? იქნებ იმიტომ, რომ საკუთარი თავი საერთოდ არ გიყვართ და არ გაღელვებთ, როგორ იქნებით?

ნებისმიერ სიტუაციას და ადამიანს ეჭიდებით

  • უსუსური არსებასავით ადამიანებს, ნივთებს და სიტუაციებს ეჭიდებით. ცდილობთ,  ადგილზე შეაკავოთ და შეიცვალოთ. ეს აუცილებლად ცუდად აისახება თქვენზე ადრე თუ გვიან. იცოდეთ თქვენი თავის ფასი და ნუ მოიქცევით არაკონსტრუქციულად.

Sad Disappointed GIF by MASTERPIECE | PBS - Find & Share on GIPHY

აკეთებთ იმას, რაც არ მოგწონთ

  • თქვენი სიტყვები და ქმედებები თქვენს შინაგან ხმას ეწინააღმდეგება, თუნდაც ის, რომ პარტნიორს მიჰყვებით იმ ადგილას, სადაც არ მოგწონთ წასვლა; აკეთებთ მისი სურვილით ისეთ რაღაცებს, რაც თქვენთვის სასიამოვნო სულაც არ არის. დროა, გამოფხიზლდეთ და დაანახოთ თქვენი ინტერესები და საკუთარი თავი პირველ რიგში ისეთი, როგორიც ხართ სინამდვილეში.

მუდამ განიცდით ნათქვამს

  • გამუდმებით ღელავთ თქვენს ნათქვამსა და ქმედებებზე; ფიქრობთ, რომ გული ხომ არ ატკინეთ ან რამით ხომ არ აწყენინეთ. ეს ნეგატიურად ისახება თქვენზე და შედეგად მუდამ უბედური იქნებით.

I'm Not Mad I'm Just Disappointed GIF by efitz11 | Gfycat

ახლოს არ უშვებთ უცხოებს

  • გეშინიათ უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის, ვინაიდან მათში მხოლოდ ცუდს ხედავთ. წარსულის მტკივნეული გამოცდილება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთნაირად მოგექცევათ. ეცადეთ, შეიძინოთ ახალი მეგობრები, დაამყაროთ ახალი კონტაქტები.
I'm Not Mad, Just Disappointed. | James franco hot, Freaks and ...

წყარო: cluber