მამაკაცებისთვის ყველაზე სასურველი ქალი, 47 წლის მონიკა ბელუჩი Vogue-ის მაისის ნომრის სტუმარია. გარდა ულამაზესი ფოტოსესიისა, ჟურნალს მან გულახდილი ინტერვიუც მისცა და უამბო როგორც ოჯახურ ცხოვრებაზე, ასევე მისი სილამაზის საიდუმლოებებიც გაამხილა...
მონიკა ბელუჩი "მარადიულ ახალგაზრდობაზე"
"საიდუმლო იმაშია, რომ მთლიანად უნდა ჩაეფლო ცხოვრებაში, მისდიო მას და არამც და არამც არ უნდა ეცადო, შეცვალო ბედისწერა. 20 წლის წინ ასეთი მშვიდი და გაწონასწორებული არ ვიყავი, როგორც ახლა ვარ.
შინაგანი ფორიაქი მე, როგორც იქნა, დავძლიე. უფრო სწორად, თანდაყოლილმა ფატალიზმმა ეს ჩემ მაგივრად გააკეთა. ბევრად რთული იყო სიმორცხვისა და ჩაკეტილობის დაძლევა, მაგრამ ჩემი საქმე ამისთვის საუკეთესო თერაპია აღმოჩნდა".
"არ ვიცი, დამთხვევაა ეს თუ არა, მაგრამ ყველა ჩემ მიერ ნათამაშევ გმირში (მონიკას ნათამაშევი აქვს "დრაკულაში", "მალენაში" და სხვა) მე საკუთარ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს ვპოულობდი.
ჰოდა, ამ ყველა მანკიერ მხარეს გადასაღებ მოედანზე ვტოვებდი – არ ვაძლევდი უფლებას, ჩემთვის ცხოვრება დაემახინჯებინათ" - ამბობს მონიკა.
სიყვარულზე
"წარმოდგენაც კი არ მაქვს, მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო! სიყვარული გამოუვალ მდგომარეობაში გაგდებს - ორი ადამიანი თითქოს ხაფანგში ებმება. ამასთან, თითქოს თქვენ ორს შორის საერთო არაფერია. თავიდან პანიკაში ხარ, არ იცი, რა გააკეთო, მაგრამ მერე ხელს უწვდი, ეხები და მის შინაგან სამყარომდე ჩადიხარ... აი, მერე უკვე აღარაფრის გეშინია.
სწორედ ეს არის მიზიდულობის საოცრება - "ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ უნდა შევიყვაროთ": სიგიჟეა იფიქრო, რომ შეგიძლია სასურველი პარტნიორი შეარჩიო. მე ვერასოდეს ვიცხოვრებდი ვიღაცასთან მხოლოდ იმიტომ, რომ "მე ეს მაწყობს".
მეუღლეზე - მსახიობ ვენსან კასელზე
"იცით, დღემდე, როცა ვინსენს რესტორანში ველოდები და უცებ ის დარბაზში შემოვარდება, გამეფიქრება ხოლმე: "ღმერთო, რა მაგარი ტიპია! რომ არ მცნობოდა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ როგორმე გამეცნო", - აღიარა ბელუჩიმ.
მონიკამ აღნიშნა, რომ მისი და ვენსანის ოჯახურ ბედნიერებას განსაკუთრებული "რეცეპტი" არ აქვს: "რეცეპტი არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს. ქორწინებაში ყველაფერს გონება კი არა, ემოციები წყვეტს.
მე არ ვიწერ უბის წიგნაკში: 16 წელი, ორი შვილი - მგონი, უნდა შევინარჩუნო ეს ოჯახი. ყველაფერი შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურადაა.
ბავშვური უდარდელობიდან გაცნობიერებულ პასუხისმგებლობამდე
"ერთ დილას გავიღვიძე. ჩემი უფროსი ქალიშვილი დევა მაშინ რამდენიმე თვის იყო. ხელში ავიყვანე და სააბაზანოსკენ გავეშურე, საფენი რომ გამომეცვალა მისთვის. რამდენიმე წუთში გავაცნობიერე, რომ ჯერ სარკეში არ ჩამიხედავს.
როცა ადრე, როგორც ყველა ნორმალური ქალი, გაუცნობიერებლად ამას პირველ რიგში ვაკეთებდი... აი, მაშინ მივხვდი, რომ მონიკასთვის მონიკა პირველ ადგილზე აღარ იმყოფება".
პატიებაზე
როგორი იქნება 20 წლის შემდეგ...
"ვერ წარმომიდგენია, როგორი ვიქნები. მთავარია, რომ ცოცხალი ვიყო: მინდა ვნახო, როგორი ქალები დადგებიან ჩემი და ვენსანის შვილები".
შეგახსენებთ, მონიკა ბელუჩი და ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი 1990 წლიდან ქორწინებაში იმყოფებიან. 2004 წელს მონიკას და ვენსანს პირველი ქალიშვილი დევა შეეძინათ, 2010–ში კი ქვეყანას კიდევ ერთი გოგონა, ლეონი მოევლინა.