დღეს ქალების უმეტესობა აქტიურად ხმარობს შილაკსა და გელ ლაქს, რომელიც 1-დან 2 კვირამდე ჩერდება ფრჩხილზე და მოუცლელი გრაფიკისა თუ დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგაც კი ფრჩხილები მოწესრიგებულად გამოიყურება. ამ სილამაზის მიღმა ბევრი სხვა დეტალია. შილაკის მოხსნის შემდეგ ფრჩხილი თავის ძველ სახეს კარგავს, მას ზედა ფენა უთხელდება და ძველი სახის აღსადგენად სპეციალური მოვლაა საჭირო.
ნახეთ, როგორ უნდა მოუაროთ ფრჩხილებს შილაკის მოხსნის შემდეგ.

დაიჭერით ფრჩხილები
შილაკის შემდეგ გრძელ ფრჩხილებთან გამოთხოვება გვიჭირს, თუმცა რას ვიზამთ, თუ გვსურს, რომ ფრჩხილმა ძველი ბზინვარება და სიძლიერე დაიბრუნოს, ის დაზიანებული ნაწილი სასწრაფოდ უნდა მოიჭრათ, რადგან დაზიანებული ახლით, უფრო ძლიერით ჩანაცვლდეს.
ნაზად გაიქლიბავთ ფრჩხილებს ზემოდან
შილაკის მოშორების შემდეგ ფრჩხილზე ბაზა და ლაქის მცირე ნაწილები მაინც რჩება. ამიტომ, ნელა გაიქლიბეთ ფრჩხილები და შეეცადეთ, უკვე დათხელებულ ზედაპირზე უარესი დაზიანება არ მიიღოთ. სცადეთ რბილი ქლიბი და ისიც რამდენიმე წამით.

შილაკი აშრობს ფრჩხილებს, ამიტომ საჭიროა მისი დატენიანება
როდესაც შილაკს მოიშორებთ და სუფთა ფრჩხილებით დარჩებით, მისი დატენიანება დაიწყეთ. ჩააწყვეთ ფრჩხილები მარილიან წყალში, დაიტენიანეთ ხელი და წაისვით ფრჩხილებისთვის სპეციალური ზეთი, რომელიც გამომშრალ ვიზუალს მალევე გაგიქრობთ.
დალიეთ წყალი
შეიძლება ეს რჩევა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, თუმცა წყლის დალევა ორგანიზმში ტენიანობის მოსამატებლად აუცილებელია. გამომშრალი და დასუსტებული ფრჩხილების ერთ-ერთი წამალი სწორედ წყალია.
ვიტამინები არ დაგავიწყდეთ
ფრჩხილს ზრდაში ვიტამინი B ეხმარება, რომელიც შესაძლებელია ჩვენს ორგანიზმში საკვების ან სპეციალური ზეთებისა და საცხების სახით მოხვდეს. ამიტომ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი გზა და დაზიანებული ფრჩხილების პრობლემაც მალე მოგვარდება.
წყარო:www.cosmopolitan.com