3 ლუქი სასკოლოდ თინეიჯერებისთვის, რომლებიც შემოდგომაზე უნდა მოირგოთ - Marao

3 ლუქი სასკოლოდ თინეიჯერებისთვის, რომლებიც შემოდგომაზე უნდა მოირგოთ

2020-10-07 12:03:41+04:00


თინეიჯერი გოგონებისთვის სასკოლოდ რამდენიმე ლუქი შევადგინეთ.

ნახეთ 3 ლუქი სასკოლოდ თინეიჯერებისთვის, რომლებიც შემოდგომაზე უნდა მოირგოთ.

წლევანდელ მოდას თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ მაღალ ძირზე მოცულობითი ბოტასები ტრენდულია. ამიტომ საშემოდგომოდ აუცილებლად გაითვალისწინეთ. ქვედაბოლო, ზოლიანი ჰუდი და ყვითელი წინდები თანამედროვე, თავისუფალ სტილს ქმნის, რომელიც ყველანაირი ფორმის გოგოს მოუხდება.

მათ, ვისაც ჰუდი და ბოტასები არ უყვარს, მეორე ლუქი შეუძლიათ მოირგონ. მაღალწელიანი ჯინსი ფეხებს აგრძელებს და უკეთ კვეთს ფორმებს, ოდნავ მაღალი გახსნილი ფეხსაცმელი კი საშემოდგომოდ იდეალურია. აქსესუარები ამ ყველაფერს მეტ ხიბლს მატებს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ,,ბადე“ მაისურები წელს ბევრ სეზონზე ტრიალებს, თინეიჯერებში კი განსაკუთრებით მოდურია. მესამე ლუქი რამდენიმე კომბინაციით შეგიძლიათ ააწყოთ და თქვენი ვიზუალის მიხედვით საუკეთესო მოირგოთ.

წყარო:www.teenvogue.com