უგემრიელესი მწვანე აჯიკა - საუკეთესო რეცეპტი! - Marao

უგემრიელესი მწვანე აჯიკა - საუკეთესო რეცეპტი!

2020-08-24 11:18:48+04:00


ეს სურნელოვანი და გემრიელი აჯიკა აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • 5 ცალი მწვანე ცხარე წიწაკა
  • 5 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 2 თავი ნიორი
  • 100 გრ ქინძი
  • 100 გრ ოხრახუში
  • 100 გრ კამა
  • 2 ს/კ. მარილი
  • 50 გრ პიტნა
  • 1 ს/კ ხმელი ქინძი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 4 ს/კ ძმარი
  • 1 ს/კ ორეგანო
  • 0,5 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
  • 1 ს/კ მაიორანი
  • 50 გრ ტარხუნა

მომზადება:

  1. ბულგარული და ცხარე წიწაკა გაარჩიეთ, გამოაცალეთ თესლები.
  2. გახეხეთ ნიორი და კარგად გარეცხეთ მწვანილი.
  3. მწვანილი, ნიორი და ორივე სახის წიწაკა ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ.
  4. დაამატეთ ორეგანო, ქინძი, კამა და მაიორანი, მარილი, შაქარი, ძმარი და მზესუმზირის ზეთი. კარგად აურიეთ.
  5. აჯიკა გადაიტანეთ ქილებში და შედგით მაცივარში.