მანამ, სანამ მზიანი ამინდებია გარეთ, ძირითადად, გოგონების უმეტესობას გახსნილი ფეხსაცმელების მორგება უყვარს ფეხზე, გარუჯულ კანს და ლამაზ კაბებს კი ქუსლიანი ფეხსაცმელები, დამეთანხმებით, რომ ყველაზე მეტად უხდება. თუმცა ცუდი ის არის, რომ დღის ბოლოს დაღლილობას გრძნობთ. ბებიის რეცეპტებიდან როგორც აღმოჩნდა, დაფნის ფოთოლი კვლავ მოთხოვნადია დაღლილობის მოსახსნელად.

დაფნის ფოთოლი ფეხებში ტკივილის მოსახსნელად
თუკი გამუდმებით ტკივილსა და სიმძიმეს გრძნობთ ფეხებში, მარტივი პროცედურებით მათი თავიდან მოცილება შესაძლებელია. მოიმარაგეთ 3 შეკვრა დაფნის ფოთოლი, 7-10 ლიტრი ჩაასხით ჯამში და ერთი შეკვრა დაფნის ფოთოლი წინასწარ ჩაყარეთ. შემდგომ დაასხით ადუღებული წყალი და დაელოდეთ მანამ, სანამ არ გაგრილდება ოპტიმალურ ტემპერატურამდე. ნახარში უნდა იყოს თბილი. მოათავსეთ ფეხები წყალში და 20 წუთით გაიჩერეთ. შემდგომ ამოიცვით თბილი წინდები და დაიძინეთ.
ნახარში არ გადაღვაროთ! მეორე დღეს მასში მეორე შეკვრა ჩაყარეთ და მიიყვანეთ ნახარში დუღილამდე. გაიმეორეთ პროცედურა მესამე დღეს მესამე შეკვრა დაფნის ფოთლითაც.
ტკივილი და შეშუპება პროცედურების შემდგომ შემცირდება. გაიმეორეთ სეზონზე ერთხელ ან იმის მიხედვით, როგორ იგრძნობთ თავს. ზოგიერთი დაფნის ფოთლის ნახარშს ნახევარ წელიწადში ერთხელ იყენებს.

დაფნის ფოთოლი ფეხის ოფლიანობის წინააღმდეგ
ფეხის ძირები გამუდმებით გიოფლიანდებათ და დისკომფორტს გრძნობთ/ ამ პრობლემას დაფნის ფოთლის ნახარში გაუმკლავდება. 20-40 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით ადუღებული წყალი, აცადეთ ოდნავ შეგრილება და ფეხები მოათავსეთ წყალში. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დაძინებამდე. დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს დასვენება ფეხებს აუცილებლად სჭირდება.
წყარო: sovkusom