კარგი დასვენებისათვის და დროის გასატარებლად ბევრი ფული სულ არ არის საჭირო. მთავარია ცოტა მოხერხება, რამდენიმე წესი და ყველაფერი გამოვა. ხშირად მოგზაურები ერთი ქვეყნის დათვალიერებაში მცირე თანხას იხდიან. მათ იციან, რისი ნახვა ღირს, სად შეუძლიათ ღამე გაათენონ და რა უნდა დააგემოვნონ ამა თუ იმ ქალაქში მოგზაურობისას. 1$ ვიღაცისთვის ძალიან ცოტაა, ვიღაცისთვის კი - ბევრი.
მოგზაურობის მოყვარულებმა ნახეთ, რა შეიძლება გააკეთოთ 1$-ად სხვადასხვა ქვეყანაში
ფილიპინები

ფილიპინებში ერთ დოლარად ფეხის მასაჟით ტკბობა შეგიძლიათ, რაც დამღლელი ტურისტული ბოდიალის შემდეგ ნამდვილად დაგჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 20-წუთიანი მასაჟი ქალაქ ქებუში და დარჩენილი ხურდით რაიმე დააგემოვნოთ.
სტამბული

რა, თუ არა ჩაი?! თუ სტამბულში ჩადიხართ, იქაური ჩაის გარეშე წამოსვლა არასწორი იქნება. სტამბულის ქუჩებში 1 ლირად უამრავ ადგილს ნახავთ, სადაც გემრიელ ჩაის დააგემოვნებთ და 1 დოლარის ფარგლებში ტკბილეულისთვის თანხაც დაგრჩებათ.
ვიეტნამი

ვიეტნამში 1 დოლარად მათი ტრადიციული ქუდის შეძენა შეგიძლიათ. ქუდი სხვადასხვა ფორმისა და ზომის იყიდება და ვიეტნამური მზისგან დაგიცავთ.
გერმანია

გერმანიაში 1 დოლარად, არც მეტი, არც ნაკლები, ყურის ჩხირების ყიდვაა შესაძლებელი, თან შეფუთვაში 400 ცალი ყურის ჩხირი დაგხვდებათ.
მალაიზია

როდესაც მოგზაურობაში ხარ და თან სულ 2-3 ხელი სამოსი მიგაქვს, მისი გარეცხვა აუცილებელია. მალაიზია ამის შანსს გაძლევთ. თქვენ 1 დოლარად ტანსაცმლის გარეცხვა შეგიძლიათ და იმ 1 დოლარიდან დარჩენილი ხურდით ყავასაც კი დალევთ.
ინდოეთი

ინდოთში გადასაადგილებლად იდეალური საშუალება სწორედ მეტროა. მეტროთი ასობით ადგილის მონახულება შეგიძლიათ და ეს ყველაფერი მხოლოდ 10 რუპია ჯდება. თქვენი ერთი გამგზავრება საშუალოდ 13 ცენტს არ ასცდება. გამოდის, რომ 1 დოლარით რამდენიმე რეისს შეასრულებთ.
ვენესუელა

ვენესუელაში მსოფლიოში ყველაზე იაფი ბენზინია. თქვენ შეგეძლებათ 20 ცენტად ერთი ლიტრი ბენზინი ჩაასხათ და თქვენი 1 დოლარიდან დარჩენილი თანხით ცივი გამაგრილებელი სასმელი იყიდოთ.
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეაში კარაოკე ერთ-ერთი საუკეთესო გასართობია. კარაოკე ბარებს თითქმის ყველა კუთხეში ნახავთ. თქვენი 1 დოლარით შეგიძლიათ კარაოკე ბარში მინიმუმ 2 სიმღერა შეასრულოთ და ბოლო ხმაზე ნებისმიერი ჟანრის სიმღერა იმღეროთ.
პორტუგალია

პორტუგალიელ ხალხსა და ყავას შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო. შეუძლებელია პორტუგალიის ქუჩებში გაიარო და ყავის სურნელით გაჟღენთილ მოედანზე მისი დაგემოვნება არ მოგინდეს. 1 დოლარად თქვენ ნებისიერ კაფეში გემრიელ პორტუგალიურ ყავას დააგემოვნებთ.
ხორვატია

როგორც ამბობენ, ხორვატიას მთელ მსოფლიოში საუკეთესო ნაყინი აქვს და ცდად აუცილებლად ღირს, მაშინაც კი, თუ ზამთარში მოგიწიათ ხორვატიის დათვალიერება. თქვენ შეგიძლიათ პატარ-პატარა მაღაზიებში 6 კუნად, ანუ 94 ცენტად 2 ბურთულა უგემრიელესი ნაყინი იყიდოთ.
სინგაპური

სინგაპურში ტემპერატურა არასდროს ეცემა. სწორედ ამიტომ, 1 დოლარად საცურაო აუზზე სტუმრობა და გაგრილება შეგიძლიათ.
ბრაზილია

თუ ბრაზილიის ქუჩებში ზურგჩანთით სიარული არ გინდათ, მაშინ ეს უჯრები გამოიყენეთ. 1 დოლარად შეგიძლიათ თქვენი მძიმე ჩანთა მთელი დღით შეინახოთ და მშვიდად დაათვალიეროთ ქალაქის ქუჩები.
წყარო: brightside.me