10 ავეჯი ინტერიერის დიზაინში, რომლებიც მოდიდან სამუდამოდ გადავიდა - Marao

10 ავეჯი ინტერიერის დიზაინში, რომლებიც მოდიდან სამუდამოდ გადავიდა

2020-09-10 13:03:07+04:00


ინტერიერში ბევრი რამ იცვლება. რაც დრო გადის, ხალხის გემოვნება და სტილი მეტად იხვეწება და ევროპულს უთანაბრდება. შესაბამისად, მოთხოვნა კარგ და დახვეწილ ავეჯზეც მატულობს. ალბათ, ძველი რემონტი ჯერ კიდევ ბევრ სახლშია და საზოგადოებამ კიდევ არ იცის ის დეტალები, რომლებიც ინტერიერიდან საბოლოოდ გაქრა.

ნახეთ 10 ავეჯი ინტერიერის დიზაინში, რომლებიც მოდიდან სამუდამოდ გადავიდა

ალბათ, ჯერ კიდევ ბევრ სახლში მოიძებნება ყვავილებიანი გარდერობი. დაიმახსოვრეთ, მათი დრო უკვე აღარ არის.

რაღა დროს ძველი დივანია, როდესაც თანამედროვე ბევრად დახვეწილი და კომფორტული ავეჯი იყიდება მაღაზიებში. 90-იანი წლების შემდეგ ეს სტილი საბოლოოდ დაიკარგა და აღარასდროს დაბრუნდება ინტერიერში.

ტელევიზორი ხომ ყველა სახლშია და ეს სტილიც, ალბათ, ბევრს გეცნობათ. დროა, განახლებაზე იფიქროთ, ძველი ინტერიერი უნდა მოვაშოროთ სახლებს.

წლების განმავლობაში დიდი, მოცულობითი შხაპკაბინა უთვალავი ღილაკითა და სქელი შუშებით ტრენდული იყო, ახლა ყველაფერი შეიცვალა და ეს უგემოვნოდაც კი ითვლება.

როგორც ჩანს, დროსთან ერთად გამათბობლის ფორმაც კი იცვლება. ამიტომ იქნებ დროა, თანამედროვეობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ.

რამდენიმე წუთის წინ შხაპკაბინაზე ვისაუბრეთ და აქვე ჯაკუზზეც უნდა ვთქვათ, რომ ინტერიერის დიზაინერებმა მისი ფორმა დახვეწეს და ახლა სულ სხვა რამ არის მოდაში.

სველი წერტილების საკითხი რომ ბოლომდე ამოვწუროთ, გეტყვით, რომ პირველ ინტერიერს საქართველოში ახლაც ბევრგან შეხვდებით. დროა, ცვლილებები შევიტანოთ სახლში და თანამედროვე სტილზე ვიფიქროთ.

ამ სურათს კომენტარიც აღარ სჭირდება. ალბათ, ხვდებით რომ ეს ჭერი მოდაში აღარასდროს დაბრუნდება.

სახელურებმაც იცვალეს ფორმა და მათი ვიზუალი ახლა უფრო დაიხვეწა. თუ სახლში ავეჯს გამოცვლით, სახელურების გამოცვლა არ დაგავიწყდეთ.

წყარო:brightside.me