"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და კინოპროდიუსერი გუკა რჩეულიშვილი ორი თვეა, რაც პატიმრობიდან გათავისუფლდა. გუკა 12 მარტს ცოლის, ლელა კილაძის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გაცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, საკუთარ სახლთან დააკავეს.
მართალია, სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ საპატიმრო ოთხ თვეში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოთი, დაახლოებით, 2 თვის წინ შეუცვალა.
გუკა რჩეულიშვილმა მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გააკეთა და შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
"ერთი, ორი სიტყვა ჩემ დაჭერაზე ხომ უნდა ვთქვა?! "იტოგში“ მე მართლა ისეთ სიმაღლეზე დავფრინავდი, რომ პატარა შეცდომა სიკვდილი იყო! ამიტომ, მაიამ და ლელამ რომ ნახეს, ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი, რაც კვლევით დამტკიცდა და საგიჟეთი არ მიტოვებდა, იქირავეს ადვოკატი და დააჭერინეს ჩემი თავი. ხომ კარგი ვარიანტია, მაგრამ მანდ არ მთავრდება. გაგრძელება