იატაკი, რომელიც მტვრისგან და მიკრობებისგანაა გასუფთავებული, თქვენს ბინაში ჯანსაღი და მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად საუკეთესო საშუალებაა.
იგივენაირადაა მნიშვნელოვანი სახლში არსებული ენერგიაც, რომელსაც პერიოდულად გასუფთავება სჭირდება.
ამისათვის არსებობს უძველესი ტრადიცია იატაკის მარილით მორეცხვის შესახებ.
ეს მარტივი საშუალება იატაკს ჭუჭყს მოაცილებს და რაც მთავარია, ოთახში არსებულ აურას გააუმჯობესებს.
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დროა სახლში სიმშვიდე, იღბალი და კეთილდღეობა დაბრუნდეს.
რა შინაარსს მოიცავს "იატაკის მარილით გაწმენდა"?
იატაკის მორეცხვა ჩვეულებრივი სუფრის მარილის დამატებით, ბინაში დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდის მიზნით აუცილებელია, როდესაც: - ბავშვები ხშირად ცივდებიან;
- განიცდიან უძილობას ან ხშირად ხედავენ შემაშფოთებელ სიზმრებს;
- მცენარეები ცუდად იზრდებიან ან ვერ ხარობენ;
- ელექტრომოწყობილობები ხშირად ფუჭდება;
- არასდროს არის საკმარისი ფული;
- ყველაფერი მოულოდნელად და უკვალოდ ქრება.
არსებობს მოსაზრება, რომ უარყოფითი ენერგია გროვდება და იკრიბება ისეთი საგნების გარშემო, რომლებიც დიდი ხანია არ გამოგვიყენებია. ეს ხელს უშლის ცხოვრებაში წარმატებას და კეთილდღეობას. ამიტომ, ღირს, რომ მოიშოროთ ის სამოსი, რომელსაც საერთოდ არ იყენებთ. გადახედეთ თაროებს და იგივე პრინციპით გამოათავისუფლეთ.
გააგრძელეთ დასუფთავება შემდეგი გეგმის შესაბამისად:
იგივე პრინციპით შეგიძლიათ ფარდების გარეცხვა და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ფანჯრებიც სუფთაა. ეს დაგეხმარებათ გადახედოთ ცხოვრებისეულ პერსპექტივებს და შესაძლოა, დაინახოთ ის, რაც ადრე შეუმჩნეველად გრჩებოდათ.
საფუძვლიანად გადაწმინდეთ მტვერი საგნებიდან.
გარეცხეთ სამზარეულოს ღუმელი - სწორედ ის განასახიერებს სახლის სიმდიდრეს. ამიტომ ყოველთვის სუფთა უნდა იყოს და კარგ მდგომარეობაში.
ჩვეულებრივ, ეს ყოველივე კეთდება ახალმთვარეობის დროს. ეს ხელს უწყობს ეფექტის გაძლიერებას.
ინსტრუქცია ასეთია:
ფანჯრები უნდა გამოაღოთ - უარყოფითი ენერგია შეიცვალოს სუფთა, დადებითი ენერგიით.
ოთახის ტემპერატურის წყალი ჩაასხით ვედროში და დაუმატეთ მარილი. დაახლოებით 1 სუფრის კოვზი 10 ლიტრზე.
დაასველეთ ხელსახოცი და გაწმინდეთ ყველაფერი, რაც სისველის მოხვედრის შემთხვევაში არ გაფუჭდება: კაბინეტის კარები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ფანჯრის რაფები, წიგნების თაროები.
დარჩენილი სითხე გამოიყენეთ იატაკის მოსარეცხად, რაც მთელ ოთახში უნდა იყოს.
ასევე შეგიძლიათ ხალიჩებიდან და დივნებიდან ნეგატიური ენერგიის მოცილებაც ცოტაოდენი მარილის მეშვეობით. 30 წუთის შემდეგ მარილი მტვერსასრუტით შეგიძლიათ აიღოთ.
რჩევები ეფექტურობისთვის:
მარილი უნდა აიღოთ სპეციალურად ამ მიზნისთვის შეძენილი შეფუთვიდან და არ გამოიყენოთ მომავალში სამზარეულოში.
იატაკების მორეცხვის შემდეგ თქვენ უნდა მიიღოთ შხაპი, გაიხადოთ ტანსაცმელი და გარეცხოთ (ჩვეულებრივ წყალში).
ეს ცერემონია მთელი წლის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს. ეს ხელს უწყობს სახლში ენერგიის ძლიერ გაწმენდას.
ეფექტს თქვენი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთის ვედროში დამატებაც გააძლიერებს. ასევე ეფექტურია ლიმონის, ფორთოხლის ან ჩაის ხის ზეთი, რაც კარგად მუშაობს.
წყარო: Brainum