გემრიელი და ნოყიერი ბადრიჯანი სწორად შეწვის შემთხვევაში, შესაფერისი სოუსით, ხორცპროდუქტის კერძს მარტივად ჩაანაცვლებს.
სირთულე: მარტივი
დრო: 30 წუთი
კერძი გათვლილია 4 პერსონაზე

ინგრედიენტები:
- ბადრიჯანი 2 ცალი
- ვორჩესტერის სოუსი 50 გრამი
- სტეიკის სოუსი 50 გ
- ზეითუნის ზეთი 125 მლ
- თაფლი 2 სუფრის კოვზი
- ვაშლის ძმარი 2 ჩ/კ
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- გახეხილი პარმეზანი 250 გ
- ოხრახუში წვრილად დაჭრილი 3 ს/კ

მომზადების წესი:
- სოუსები აურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთთან, თაფლთან და ძმართან ერთად. დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
- ბადრიჯანი დაჭერით გრძლად, ოდნავ მსხვილად, სტეიკების მარტივად მოსამზადებლად, კარგად გააშრეთ და მარილი მოაყარეთ. თითოეული ნაჭერს ფუნჯის მეშვეობით წაუსვით სოუსის მასა, დააწყვეთ საცხობ ფორმაზე და შედგით 2-3 წუთით ღუმელში. შემდეგ გადმოაბრუნეთ კიდევ ერთხელ 2-3 წუთში, მოაყარეთ პარმეზანი და თავიდან შედგით 1-2 წუთით თითოეულ მხარეზე.
- სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ ზემოდან ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით.
წყარო: elle