ილიკო სუხიშვილის პირადი ცხოვრებით საზოგადოება ყოველთვის ინტერესდებოდა. გენიალური მოცეკვავეების შთამომავალი დასთან ერთად ღირსეულად აგრძელებს წინაპრების გზას და ანსამბლი "სუხიშვილები“ ისევ ისეთი წარმატებით იპყრობს მსოფლიოს საუკეთესო სცენებს, როგორც ადრე.
ილიკო სუხიშვილი საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. ის არასოდეს საუბრობს ღიად პირად ცხოვრებაზე, ხელოვნებაზეც კი იშვიათად აძლევს ინტერვიუს ჟურნალისტებს. თუმცა ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მამაკაცია და ყველაზე ხშირად მასზე ჭორაობენ.
ილიკო სუხიშვილი ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველად - რუსეთში სწავლისას, რუს გოგონაზე, რომელსაც მალე დაშორდა და ამ ქალზე ქართულ მედიაში არაფერია ცნობილი. თუმცა პირველი ქალიშვილი დარია (დაშა) სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა.
დარია სუხიშვილი
მოგვიანებით, ილიკომ ანსამბლის ერთ-ერთ წევრზე, ულამაზეს გვანცა შერგელაშვილზე იქორწინა. 2001 წლის აგვისტოში უბედურება დატრიალდა. ანსამბლი გასტროლზე ვენესუელაში იყო და 21 წლის გვანცა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
იმ საღამოს მოვლენები ასე განვითარდა: გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ თამბაქო დაუმთავრდათ და სასტუმროს ვესტიბიულში ჩასვლა გადაწყვიტეს. ბარი დაკეტილი დახვდათ და უთხრეს, რომ იქვე, სულ რაღაც 300 მეტრში კაფე იყო, სადაც მათ თამბაქოს შეძენა შეეძლოთ. როდესაც ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ, მათ თავს დაესხნენ მძარცველები. ისინი სამნი იყვნენ. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ოთხივეს დაუმიზნა.
მათ ჯიბეები ამოიტრიალეს და აჩვენეს, რომ არავითარი ფული არ ჰქონდათ, მხოლოდ ერთ მეგობარს წაართვეს უბრალო სანთებელა. ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა გვანცას ხელი წაავლო, რის შემდეგაც ილიკომ მას ხელი მოხვია და უკნიდან გადაეფარა, ხოლო წინიდან გვანცას ერთ-ერთი მეგობარი გადაეფარა. მძარცველებმა სამჯერ გაისროლეს. მიუხედავად იმისა, რომ გვანცა ორ ადამიანს შუა იყო მოქცეული, ტყვიამ მილიმეტრებში გაიარა და გვანცას მოხვდა. მძარცველები წავიდნენ, ქართველებმა კი ტაქსი გააჩერეს და უმალვე საავადმყოფოში მიიყვანეს დაჭრილი გოგონა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. გაგრძელება