სექსუალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი ასპექტია და ეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დასაფიქრებელი თემაა. აი, რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ და რა უნდა შეამოწმოთ რეგულარულად.
თვალყური ადევნეთ სიმპტომებს
თუ სექსის დროს დისკომფორტი გიჩნდებათ, გაქვთ გამონადენი ან ტკივილები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ბოჭკოვანი სიმსივნე, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება, ჩვეულებრივ, 50 წელს გადაცილებულ ქალებში. გავრცელებულია ასევე ახალგაზრდებშიც. მისი განკურნება სხვადასხვა გზით შეიძლება, ისე, რომ საშვილოსნო გადარჩეს.
კიდევ ერთი შესაძლო პრობლემაა ენდომეტრიოზი. მისი საერთო სიმპტომია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და მას ათი ქალიდან დაახლოებით ერთი მაინც განიცდის. ცხადია, მისთვის შესაფერისი წამლების მიღებაც არის შესაძლებელი, მაგრამ მანამდე ექიმმა უნდა განსაზღვროს, რომელი სტრატეგიის არჩევა იქნება მართებული კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში.

იარეთ გამოკვლევებზე
საშვილოსნოს ყელის კიბო ნამდვილად ექვემდებარება მკურნალობას და მისი თავიდან აცილება შესაძლებელია. გაიკეთეთ რეგულარულად PAP ტესტი, იმის დასადასტურებლად, რომ ყველაფერი კარგადაა. გარდა ამისა, წელიწადში ერთხელ შეიმოწმეთ სარძევე ჯირკვლების მდგომარეობა და განსაკუთრებით, 35 წელს თუ გადასცილდით, უნდა მიმართოთ მამოგრაფიას.

გაიცანით საკუთარი თავი უკეთ
თუ შესანიშნავი სექსი გაქვთ, მშვენიერია, მაგრამ მაინც აუცილებელია შეისწავლოთ თქვენი ახალი ემოციები, თქვენი სხეული და ჩაუღრმავდეთ იმ საკითხს, თუ რას გთხოვთ ის.
შესაბამისად, სექსუალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაც მოახერხებთ.

კონტრაცეფცია
აბები, სპირალი, ინიექციები - კაცობრიობამ მრავალი სხვადასხვა გზა მოიფიქრა არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. ყველაზე მთავარი კომპონენტი კი ის არის, რომ თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობაში, აუცილებლად მოსთხოვეთ პრეზერვატივი. არავის სურს, რომ სექსს გართულებები მოჰყვეს და პარტნიორის გამო მკურნალობა დასჭირდეს.

წყარო: Cluber