რის კოლექციებს აგროვებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ადამიანები? - Marao

რის კოლექციებს აგროვებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ადამიანები?

2020-09-30 10:46:37+04:00


ხელოვნების ნიმუშების შეგროვება ხელმისაწვდომი ჰობი ნამდვილად არ არის. ამას მოწმობს ისიც, რომ გენიოსი მხატვრების ნამუშევრები მსოფლიოს უმდიდრესი კოლექციონერების საკუთრებაშია.

გარდა მილიარდერი ბიზნესმენებისა, ხელოვნების ძვირად ღირებულ ნიმუშებს პოპულარული მომღერლები, ფეხბურთელები და დიზაინერებიც ფლობენ, რომლებიც თავიანთი კოლექციის შეგროვებით არიან გატაცებულნი და მზად არიან, პიკასოსა თუ ფრიდა კალოს ნამუშევრებში მილიონები გადაიხადონ.

წარმოგიდგენთ 5 ცნობილ ადამიანს, რომლებიც ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობით არიან გატაცებულნი:

ბიონსე

ცნობილ წყვილს - ბიონსესა და ჯეიზის - ხელოვნების ნიმუშების შეგროვება ჰობად ექცა. ამ პროცესში ჯეიზი ბიონსემ „ჩაითრია“ და ამ დროისთვის წყვილი უკვე მხატვრების: ენდი უორჰოლის, ჟან მიშელ ბასკიასა და პაბლო პიკასოს ნამუშევრებს ფლობს. წყვილის კოლექციაშია ასევე ტიმ ნობლისა და სუ ვებსტერის, დევიდ ჰამონსის, ჯორჯ კონდოს, ლორი სიმონსისა და ედ რუშას ნამუშევრები.

ბიონსემ და ჯეიზიმ ასევე შეიძინეს დემიენ ჰერსტის ნახატები, რომელთაგან ერთ-ერთს სახელი ჯეიზის ახალი სიმღერის - Pray გამოსვლის შემდეგ დაერქვა.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები

ცნობილი ბრიტანელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მისი მეუღლე, ჯგუფ Spice Girls-ის ყოფილი მომღერალი და დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი კოლექციონერობით არიან გატაცებულნი. მათი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია ჯამში 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

წყვილის საკუთრებაში არსებული ხელოვნების ნიმუშები განაწილებულია მათი ლონდონის, ლოს-ანჯელესისა და მილანის სახლებში.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, რომელსაც ისინი ფლობენ, არის დემიენ ჰერსტის უზარმაზარი ვარდისფერი გული, სახელად - „მამიკოს გოგო“, რომელიც დევიდ ბექჰემმა ხელოვანს თავისი ქალიშვილისთვის - ჰარპერისთვის შეაქმნევინა. ბექჰემები ასევე ფლობენ სემ ტეილორ-ჯონსონის, თრეისი ემინის, ბენკსის, ჯეიკისა და დინოს ჩეპმენის ნამუშევრებს.

მადონა

თავად ხელოვანი, პოპის დედოფალი 100 მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების მესაკუთრეა. მან კოლექციის შეგროვება 80-იანი წლებიდან დაიწყო, როცა ჟან-მიშელ ბასკიას ხვდებოდა. ბასკიამ მას რამდენიმე საკუთარი ნახატი უსახსოვრა, თუმცა დაშორების შემდეგ უკან გამოართვა და შავად გადაღება.

მადონას საკუთრებაშია ფრიდა კალოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „ჩემი დაბადება“. ასევე ფლობს ფერნანდ ლეგერის, თამარა დე ლემპიცკას, მენ რეის, დიეგო რივერას, პაბლო პიკასოსა და მერლინ მინტერის ნამუშევრებს.

ელტონ ჯონი

ლეგენდარული მუსიკოსი ხელოვნების ნიმუშების შეგროვებით 90-იანი წლებიდანაა გატაცებული.

ინგლისელი მომღერალი ფლობს ლეგენდარული ფოტოგრაფების: მენ რეის, ტინა მოდოტის, ბრასაის, დოროთეა ლანგის, ალეკსანდ როდჩენკოსა და სხვათა ნამუშევრებს. მისი კოლექცია საკმაოდ მოცულობითია და არამხოლოდ ფოტოსურათებს, ნახატებსა და ინსტალაციებსაც მოიცავს. მათ შორის ისეთი ხელოვანების, როგორებიცაა სესილი ბრაუნი, თრეისი ემინი, კეით ჰარინგი და ჩინელი არტისტი ვანგ გუანგი.

ტომ ფორდი

დიზაინერი ტომ ფორდი ესთეტთა შორის ყველაზე დიდ ესთეტად შეიძლება ჩაითვალოს. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ ხელოვნების ნიმუშების უმნიშვნელოვანეს და უმდიდრეს კოლექციას ფლობს. ფორდის კოლექციაშია ენდი ვარჰოლის, ალექსანდრე კალდერის, სემ ტეილორ-ჯონსონისა და სხვათა ნამუშევრები.

რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ხელოვანთა შემოქმედების მესაკუთრე რომ გახდე, მილიონობით დოლარის გადახდა უნდა შეგეძლოს. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლოს ხარისხიანი დეკორატიული ტილო (კანვასი), რომელზეც დაბეჭდილია ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. მსგავსი ტიპის კანვასი ბევრი ჩვენგანის კედელს ამშვენებს.

იმისათვის, რომ დეკორატიულმა ტილომ (კანვასი) დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს პირვანდელი ფერები, ხარისხიანი მასალებით უნდა იყოს დამზადებული. ამასთან, მნიშვნელოვანია მისი ეკოლოგიურობაც, რადგან ჩვენი სახლის კედლები დიდი ხნის განმავლობაში უნდა დაამშვენოს.

სტამბა „პრინტარეაში“ განმარტავენ, რომ კანვა ორიგინალი ნამუშევრის ფერთა გამასთან მაქსიმალურად მიახლოებული რომ იყოს, ამისათვის სპეციალურ საბეჭდ მასალას იყენებენ.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრის კანვაზე ბეჭდვა დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენც აქტიურად დავიწყეთ მომხმარებლისთვის ამ სერვისის შეთავაზება და ჩამოვიტანეთ ისეთი საბეჭდი მასალა, რომელიც გამძლე, ხარისხიანი და ამავდროულად, ეკოლოგიურია. ძალიან პოპულარულია ვან გოგის, პოლ გოგენის, კლოდ მონესა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. მათი შემოქმედების ამსახველი „პრინტარეას“ კანვები კი უკვე არაერთი სახლის კედლებს ამშვენებს“, - აღნიშნავენ სტამბაში.