თუკი რაიმე უჩვეულო და ახალი დიზაინი გინდათ მოსინჯოთ ფრჩხილებზე, ნეილ-არტისტებს სასიამოვნო სიახლე აქვთ - შემოდგომის კოლექციის გათვალისწინებით, კარამელისფერი-ყავისფერი ცისფერ-მომწვანო შეფერილობებთან ერთად სინთეზში მოსინჯეს, რომლის გამეორებაც ნამდვილად ღირს.

ფერთა კომბო
- მათთვის, ვინც ვერ ჩამოყალიბდა ფერზე, შეუძლია ყველა ერთდროულად აირჩიოს. თითები, საბედნიეროდ, საკმარისად გვაქვს თბილი კარამელისფერისა და ცისფერი-მომწვანო კომბინაციებისთვის, რომლებიც აძლიერებს შთაბეჭდილიებებს, არ თქვათ უარი გოგრისფერ, ნაცრისფერ და ზეთისხილისფერ ტონებზეც.

ფრენჩის გარდა
- ძირითად ბაზად ნუდი ან ღია ფერის ლაქი შეარჩიეთ, დაბოლოებებისთვის კი ყავისფერი და ცისფერი აირჩიეთ. არ არის აუცილებელი, ერთი ფერის სიზუსტე დაიცვათ, ესთეტიკური ასიმეტრია ფრჩხილებზე საკმაოდ ლამაზად გამოიყურება.

დაუმატე ოქროს ფირფიტები
- მოდური ელემენტები თხელი ოქროს ფირფიტების სახით "რძიანი ყავის" კომბინაციას ქმნის, რომელიც ყავისფერის ალტერნატივაა - განსაკუთრებულად გლამურულად გამოიყურება თბილ ფერებთან კონტრასტში. მდიდრული ვარიანტიც ნებისმიერ ფრჩხილის სიგრძეს უხდება!

გრაფიკა
- იმისათვის, რომ გრაფიკული მანიკიური მოცულობითად და ლამაზად გამოჩნდეს, დაუმატეთ კიდევ ერთი ფერი. ჩვენ გირჩევთ, უპირატესობა მშვიდ ქვიშისფერზე ან ნაცრისფერზე შეაჩეროთ, რომელიც ყავისფერ ზოლებთან ერთად სინთეზში იდეალურია.

ღია ტონალობებში
- არ არის აუცილებელი, "დააქორწინოთ" ლურჯი და ყავისფერი მანიკიური ერთმანეთზე. აიღეთ ნეიტრალური რძისფერი ფერთა გამა და დაუმატეთ მოდური პალიტრის სახით მინიმალური ფიგურები.
წყარო: cosmo