ლამაზი ფრჩხილები ჯანმრთელობაზე მიანიშნებს - Marao

ლამაზი ფრჩხილები ჯანმრთელობაზე მიანიშნებს

2011-03-18 11:36:47+04:00

ფრჩხილები თქვენი ჯანმრთელობის მანიშნებელია. თქვენ რეგულარულად იღებთ ვიტამინებს, სწორად იკვებებით, უძილობა არ გაწუხებთ, სპორტსაც მისდევთ და იტარებთ გამოკვლევებს, მაგრამ რატომღაც ფრჩხილებზე ეს ყველაფერი არ მოქმედებს. რატომ?

იმიტომ, რომ მას სწორად არ უვლით.

ფრჩხილების სისუსტე და სიმყიფე ხშირად კვების მიზეზია. დაბალანსებული დიეტა- ფრჩხილების მოვლის ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ ფრჩხილებისთვის მთავარი მხოლოდ მიღებული კალორიების რაოდენობა როდია.

დაიმახსოვრეთ, რომ ცილების საკმაო რაოდენობა აუცილებელია არა მარტო ფრჩხილებისთვის, არამედ კანისა და თმისათვის. ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებულ ხილსა და ბოსტნეულს ყოველთვის ვერ შეცვლით კვების დანამატებით.

სიმშრალე და სიმყიფე ფრჩხილის ფენაში სითხის უკმარისობის ნიშანია, ამიტომ რაც შეიძლება ბევრი წყალი სვით. ყოველდღიურად რვა ჭიქა წყალი თქვენი სხეულისთვის აუცილებელია.

მშრალ ფრჩხილებს, კვირაში რამდენჯერმე, თბილი ზეითუნის ზეთის აბაზანები მოუხდება, ხოლო სიმყიფეს- მზესუმზირის ზეთი. სწრაფი ეფექტის მისაღწევად ეს ზეთები ფრჩხილებსა და ნუნებში შეიზილეთ. ფრჩხილები გამაგრდება, ვინაიდან ზეთოვანი ნივთიერებები არა მარტო ატენიანებს, არამედ ტენსა და მკვებავ ნივთიერებებს იკავებს, რაც ფრჩხილს ამაგრებს და აჯანმრთელებს.

მანიკიური რეგულარულად უნდა გაიკეთოთ. მასაჟიც აუცილებელია.

ფრჩხილების მოვლის თანამედროვე საშუალებების წყალობით თქვენ ლამაზი ფრჩხილები გექნებათ, მაგრამ დაიმახსოვრეთ! ნუ გამოიყენებთ ფრჩხილებს რაიმეს გასახსნელ "ინსტრუმენტად", რაც მათ დაასუსტებს. ნუნებისთვის იხმარეთ კონდიციონერი, ხოლო ფრჩხილებისთვის- სპეციალური კრემი. კარგად მოუარეთ ფრჩხილებს და ასეთი ფრჩხილებით ნამდვილად იამაყებთ.