სუპერფუდის სასარგებლო თვისებების სწორად შენახვის ინსტრუქცია.

კოჭას სასარგებლო თვისებებზე არაერთ სტატიაში ვისაუბრეთ, რამდენად გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული შემცველობით. მის ცოცხლად დაფქულ მდგომარეობაში ბევრი ვიტამინი და მიკროელემენტია, მშვენივრად ებრძვის გაციებასა და ინფექციურ დაავადებებს. როგორ შევინახოთ სწორად სახლის პირობებში, ისე, რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები?

ცოცხალი
- შეძენის დროს დააკვირდით ვიზუალს: ფესვი უნდა იყოს გლუვი, მყარი, ქერქი - თხელი, ღრმა ნაოჭების გარეშე. როგორც წესი, ყველაზე ახალგაზრდა და ჯანსაღი საშუალო სისქის არის. იდეალური ადგილი მის შესანახად მაცივარია. სპეციალურ პაკეტში მოათავსეთ, რომელსაც თავისივე ჩამკეტი აქვს ელვაზე. ამ მდგომარეობაში სამი კვირის განმავლობაში ინახება. თუკი არ გაქვთ ხელთ მსგავსი პარკი, ჩაანაცვლეთ ქაღალდის პაკეტით. გაახვიეთ გაურეცხავ მდგომარეობაში პირსახოცში, ისე, რომ მთლიანად დაიმალოს. შემდეგ მოათავსეთ ქაღალდის პარკში. ასეთ მდგომარეობაში დიდხანს შეინარჩუნებს შემცველ მიკროელემენტებს. კიდევ ერთი მეთოდი ალკოჰოლის ქილაში შენახვაა, რომელსაც შემდგომ საკეს, ბრინჯის ძმრის და ბრინჯის ღვინის სახით იყენებენ. ამ კონდიციაში მისი შენახვა 2-3 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

გამომშრალი
- გამომშრალი კოჭა შეფუთულ მდგომარეობაში შეგიძლიათ მაცივრის მსგავსად სამზარეულოს კარადაშიც შეინახოთ, სადაც მზის სხივები ვერ შეაღწევს. ასეთ მდგომარეობაში შემცველ ვიტამინებს ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.

დაფქული
- ჰერმეტულად შეფუთული კოჭას ფესვი ნახევარ წლამდე ინახება. მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზეა სასურველი. გახსენით მხოლოდ გამოყენების წინ.

გაყინული
- იმისათვის, რომ გაყინოთ კოჭას ფესვი, არ არის აუცილებელი ნაწილებად დაქუცმაცება. ამისათვის დაგჭირდებათ ჰერმეტული საყინულის ტომარა ან კონტეინერი. სასარგებლო თვისებები გაყინულ მდგომარეობაში იკარგება, თუმცა გემოვნება რჩება ნახევარი წლის განმავლობაში.

წყარო: elle