ვერძი

იმისთვის, რომ ვერძმა თავი ბედნიერად იგრძნოს, აუცილებელია იყოს სულ მოძრობაში და იაროს წინ, ჰქონდეს მუდივი გამოწვევები.
ვერძს სჭირდება მიზანი, რეგულარული მოგზაურობები. ვერძი ვერ იტანს ერთფეროვნებას და არ შეუძლია დიდხანს იჯდეს ერთ ადგილას. მოძრაობაში ის იფურჩქნება და პოულობს ცხოვრების აზრს.
ჰარმონია და სიმშვიდე რომ იგრძნოს, მარსის შვილმა უნდა იცოდეს, რომ მას სამყაროში მოაქვს სარგებელი. მისთვის მნიშვნელოვანია მიზნის არსებობა.
კურო
იმისთვის, რომ თავისი ცხოვრება გახადოს კარგი, კუროს სჭირდება მყარად იდგეს ფეხზე. აუცილებელია სტაბილური სამსახური. თუ აქვს კარგი შემოსავალი, გვერდით ჰყავს საყვარელი ადამიანი, რომელთანაც არის ჰარმონიაში და აქვს საკუთარი ჭერი, კუროზე ბედნიერი არავინაა.
კურო ძალიან მტკივნეულად განიცდის კრიტიკას და ხშირად გულთან ახლოს მიაქვს გარშემო მყოფების აზრი. ეს მის ცხოვრებას ძალიან აზარალებს. თუ კურო შეიგნებს, რომ კონსტრუქციული კრიტიკა მას ზრდის, როგორც პიროვნებას და ეხმარება, იყოს უკეთ.
ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფი ბევრად უკეთ იგრძნობს თავს. თუ ის პოულობს გაგებას, მისი პოიროვნება ჰარმონიაში იმყოფება. კუროსთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი სჯეროდეთ. თუ მისი სჯერათ, მას მთების გადატრიალება შეუძლია.
ტყუპები
მათთვის ძალიან მოსაწყენია ცხოვრება., ამიტომ აუცილებელია ნახონ სასურველი საქმიანობა, რაც გაახალისებთ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურობა გაიხადონ დინამიკური. თუ რუტინა არ არის მათ ცხოვრებაში, ტყუპი ბედნიერია.
მათ სჭირდებათ ისეთი მოსაუბრე და თანამგზავრი, რომელიც არ მოაწყენთ. როდესაც მერკურის შვილის გვერდით არის ასეთი ადამიანი, ვისაც ესმის მისი ხუმრობების, როდესაც ჰყავს მეგობარი, ვისთანაც შეუძლია დღე და ღამე ურთიერთობა და აზრების, ემოციების გაზიარება, ტყუპები მაშინ ნამდვილად ბედნიერები არიან.
იმისთვის, რომ ჭეშმარიტად ბედნიერი იყოს, ტყუპმა უნდა იცოდეს, რომ ფული სასურველია მოიპოვოს საკუთარი გონებით და ცოდნით; დაიჯეროს, რომ გარშემო მყოფნი მას რეალურად აღიარებენ ინტელექტუალად.
კირჩხიბი
იმისთვის, რომ კირჩხიბი იყოს ბედნიერი, მას სჭირდება განცდა, რომ საყვარელი ადამიანები მის გვერდით არიან. მას სჭირდება ბედნიერი ოჯახის განცდა. სხვანაირად ჰარმონიის მოყვარული კირჩხიბი ვერ იქნება ბედნიერი.
უყვარს სახლი და შინაურული გარემო. ისინი ოცნებობენ საკუთარ სახლზე, სადაც მათ შეუძლიათ შექმნან ნამდვილი სიმყუდროვე.
კირჩხიბი – ზემგრძნობიარე ნიშანია. მას უჭირს სიახლეებთან შეგუება, მაგრამ როგორც კი გადალახავენ ამ შიშს, მათთვის არ არსებობს ზღვარი და ისინი ხდებიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები.
ლომი
მათთვის მნიშვნელოვანია გარშემო მყოფთა აღიარება. თუ ეს ადამიანი გრძნობს, რომ მას დიდ პატივს სცემენ, იგი იფურჩქნება, თავს გრძნობს ყველაზე ბედნიერ ადამიანად სამყაროში.
მზის შვილებს წარმატებულ და ლამაზ ზოდიაქოს ნიშნად აქცევს ლამაზი და ძვირფასი ნივთები. სასურველია, თან ეს ყველაფერი იყოს ექსკლუზიური. აი, მისი ფლობა ლომისთვის ნამდვილად ბედნიერების მომტანია.
ისინი ბევრს შრომობენ. ამიტომ, რათა შეიგრძნონ ცხოვრების სიხარული, ლომს პერიოდულად სჭირდება დასვენება, კარგი, ერთგული მეგობრების კომპანიაში. ასეთ დროს ლომი აცნობიერებს, რომ ის ძალიან ბედნიერია. გაგრძელება