თუკი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც საკუთარ თავს ესაუბრებიან, თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს. 7 მიზეზი, რის გამოც შესაძლოა იყოთ გენიოსი, თუკი საკუთარ თავთან საუბრობთ.
1. საკუთარ თავთან საუბარს გონება მწყობრში მოჰყავს
- როდესაც ორი სხვადასხვა შეკითხვა იჩენს თავს თქვენს გონებაში, როგორ უნდა მოიქცეთ? უნდა ჰკითხოთ ექსპერტს რჩევისათვის, იმ კონკრეტულ საკითხში კი ექსპერტი თქვენს თავში არსებული მეა, რომელთან პატარა საუბარიც დაალაგებს პრობლემას და დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. სხვადასხვა მოსაზრება საბოლოოდ კონსესუსამდე აუცილებლად მიგიყვანთ.
2. ასეთი საუბრების უპირატესობას მეცნიერები და ფსიქოლოგებიც ემხრობიან
- ექსპერიმენტებისა და დაკვირვებების შედეგად დადასტურდა, რომ საკუთარ თავთან საუბარი კარგად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე. ერთ-ერთ ექსპერიმენტში 20 მონაწილეს სთხოვეს, სუპერმარკეტში კონკრეტული ნივთი ეპოვათ. ყველაზე მალე თავი გაართვეს იმ მოხალისეებმა, რომლებიც გამუდმებით იმეორებდნენ ნივთის სახელწოდებას.
3. საკუთარ თავთან საუბარი დასახული მიზნების განხორციელებაში გეხმარებათ
- ხდება ხოლმე, რომ ხშირი ცდების და შრომის შედეგად ვერ აღწევთ მიზანს, რატომ? იმიტომ, რომ არასაკმარისი კონცენტრაციით ხართ. იმისათვის, რომ თქვენი გონება მიზნისკენ მომართოთ, კარგად დაელაპარაკეთ საკუთარ თავს ამ თემაზე და შეიმუშავეთ სტრატეგია. ასე მეტ სიცხადეს შეიტანთ თქვენს სამომავლო გეგმებში.
4. ეს ზრდის შრომის ეფექტურობას
- ვიზუალიზაციის მეშვეობით სამყაროსთან კავშირს უფრო მეტად ამტკიცებთ. ამიტომ მოუყევით საკუთარ თავს იდეების შესახებ. ასე მეტ წარმოსახვასა და კრეატიულობას გააღვივებთ თქვენში. თქვენი გონება სტიმულირებას გადის, როგორც კი იწყებთ კონკრეტულ საუბარზე ფიქრს.
5. ამ მეთოდით იზრდით საკუთარ თავში თავდაჯერებულობას
- საკუთარ თავთან საუბარი მამოტივირებელია. აუცილებელია ოპტიმისტური შინაგანი განწყობით საკუთარი თავის წახალისება. მეცნიერების მოსაზრებით, მეორე პირში საუბარი ბევრად ეფექტურია, ვიდრე პირველ პირში.
6. ასე უფრო სწრაფად ითვისებთ ინფორმაციას
- შინაგანი ხმა ყოველთვის უფრო თავდაჯერებული, ხმამაღალია, ვიდრე რეალური ხმა. ამიტომ მოუსმინეთ და გაიმეორეთ ხმამაღლა ის, რასაც შინაგანი ხმა გკარნახობთ. ასე ზედმეტ გარე დისკუსიებს აიცილებთ თავიდან.
7. საკუთარი თავის ფსიქოთერაპევტი გახდებით
- ემოციური დისბალანსი და ხასიათის ცვლილება ყოველდღიურობის თანმდევი პროცესია. თუკი არ გაქვთ დრო, ფსიქოთერაპევტს შეხვდეთ, იცოდეთ, რომ შეგიძლიათ საკუთარ თავს მოუყვეთ თქვენი წუხილი. ეს დაგეხმარებათ ემოციებისგან დაცლაში, აიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას საკუთარი პრობლემების შემთხვევაში და თავად გადაჭრით პრობლემას.
წყარო: cluber