მზე - მთავარი მნათობი თქვენს პირველ სახლშია, მთავარ სექტორში. თუ ადრე საკუთრ თავს, დროსა და ენერგიას სხვებს სწირავდით, ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყოთ მობილიზებული. მოითხოვეთ ის, რაც გეკუთვნით, სამსახურშიც და სახლშიც. თავად კი მეტად წარმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები. ზოგიერთი რთული საკითხების მოგვარებასაც კი შეეჭიდება და მარტივად გაართმევს თავს.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
ოქტომბერში გააქტიურდებით მატერიალური დოვლათის დასაგროვებლად. შეიძლება ფული მიიღოთ ადრე შესრულებული საქმეებისთვის. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებზე მუშაობისას, ფინანსური საკითხების მოგვარებისას. თვის ბოლოს ფულის გარეშე რომ არ დარჩეთ, ზომიერება გმართებთ ხარჯისას. საქმიანი შეხვედრებისას იყავით დაკვირვებული პარტნიორებისადმი. სწავლა თქვენგან განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს. ჩაიწერეთ (ფურცელზე, დიქტოფონზე), რასაც ვერ გაიგებთ.

ფული და სიყვარული
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაღაცაში შეზღუდული ხართ, ვერ ავლენთ თქვენს გრძნობებს. სასწორების უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ გულით კი არა, გონებით უნდა იმოქმედოს. ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ. შეიძლება ყველა თქვენსავით სუფთა გულის არ იყოს. გარშემო მყოფებისგან ახალდაწყებული რომანის დამალვა მოგინდებათ. თუმცა შეიძლება არა იმის გამო, რომ უცხო თვალისგან დაიცვათ საკუთარი რომანტიკული ურთიერთობა, არამედ იმის გამო, რომ ადამიანი შეიძლება იყოს დაოჯახებული. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ ყოფილმა შეყვარებულმა და სანამ მასთან შერიგდებით, კარგად დაფიქრდით. რაც შეეხება მატერიალურ მდგომარეობას, შეძლებისდაგვარად შეამცირეთ ხარჯი. თუ რთული დღეებისთვის გარკვეული თანხა გქონდათ გადადებული, შეიძლება სწორედ ოქტომბერში მოგიწიოთ მისმა დახარჯვამ. ეცადეთ, არ აიღოთ ვალი და კრედიტი. გაგრძელება