მაკა ასათიანის პერსონის გარშემო საზოგადოებრივი ინტერესი ყოველთვის დიდია. წლების მანძილზე, როდესაც მერაბ ჟორდანიას მეუღლე გახლდათ და თბილისში ცხოვრობდა, დიზაინერი ყვითელი პრესის ყველაზე სასურველი სტუმარი იყო. მაკას და მერაბს ქორწინებიდან ორი ვაჟი, კახი და ლევანი ჰყავთ.
ოჯახის დანგრევისა და საცხოვრებლად შვეიცარიაში გადასვლის შემდეგ მაკას საქართველოსთან საქმიანი ურთიერთიერთობა არ გაუწყვეტია. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ის მაშინდელი ოპოზიციური არხის, "მაესტროს" თანამფლობელი და დირექტორიც კი გახლდათ. დიზაინერი შვეიცარიაში მეორე მეუღლესთან, კოტე გოგელიასთან ერთად ცხოვრობს.
მაკა კოტეს განსაკუთრებული სიყვარული გახლდათ. კოტე გოგელია დაოჯახებული იყო მსახიობ ნინო ქორიძეზე. წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა. მაკა ასათიანზე ქორწინების შემდეგ თბილისში ამბობდნენ, რომ გოგელიამ ბავშვობის სიყვარული დაიბრუნა. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს, კონსტანტინე.
მაკა და კონსტანტინე
წლების მანძილზე ოჯახი ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დროს მაკა დიდ დროს ატარებს შვეიცარიაში უფროს ვაჟთან, კახისთან ერთად, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა და ცოტა ხნის წინ დიზაინერს პირველი შვილიშვილიც შეეძინა. გაგრძელება