ოქტომბრის თვეში Netflix-მა გამოუშვა სიახლე, 10-სერიანი კომედიური დრამა "ემილი პარიზში" ლილი კოლინზის მონაწილეობით. ისტორია ამერიკელ გოგონაზეა, რომელიც პარიზში ჩაფრინდება სამუშაოდ. გამოკითხვის შედეგად, რომელშიც 38 000 პარიზელი ჩაერთო, ტოპ-ფილმები გამოავლინეს, რაც ნამდვილი პარიზის ლამაზ კადრებში გამოგზაურებთ.

"რატატუი"
- მულტფილმი თაგუნია რემიზე, რომელიც ოცნებობს გახდეს ცნობილი მზარეული. ერთხელ გაუმართლებს და მოხვდება კიდეც სამზარეულოში, სადაც დიდი თავგადასავლები ელის!

"შუაღამე პარიზში"
- მოეწონებათ რომანტიკულ ნატურებს. ფილმი მწერალსა და უკიდეგანო რომანტიკოსზეა, რომელიც დარწმუნებულია, რომ უნდა ეცხოვრა 1920-იან წლებში. ერთხელ მიემგზავრება პარიზში თავის შეყვარებულთან ერთად არდადეგებზე და უეცრად აღმოჩნდება წარსულში.

"არისტოკრატები"
- აქ უკვე ბევრ სიცილთან ერთად ილუზიონისტის გასაოცარ საიდუმლოებებსაც იხილავთ, კომიკოსი და ნიჭიერი მსახიობის, პენ ჟილეტის მონაწილეობით.
"ჯული და ჯულია: ვამზადებთ ბედნიერებას რეცეპტით"
- ჯული პაუელი გადაწყვეტს მოსაწყენი სამუშაოსგან დასვენებას და ახალ მიზანს ისახავს: მოამზადოს წელიწადში 524 კერძი ცნობილი ჯულია ჩაილდის წიგნიდან "ფრანგული სამზარეულოს ხელოვნება". როგორ ფიქრობთ, შეძლებს გაართვას თავი ახალ დავალებას?

"პარიზო, მიყვარხარ!"
- სიყვარული სხვადასხვანაირია. ეს ფილმიც სწორედ ამის შესახებ არის, მოზაიკა 18 ისტორიით სხვადასხვა გრძნობაზე, თითოეული მათგანი კი პარიზის გულში ხდება.

"ამელი"
- გაუგებარი ქმედებები წყნარი და მარტოსული ამელი პუტენის შესაძლოა უცნაურადაც მოგეჩვენოთ, თუმცა სიუჟეტი ისე მოულოდნელად ვითარდება, რომ რასაც გოგონა აკეთებს, ყველა მისი ქმედება მის გარშემო მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.

"ზიზღი"
- კრიმინალი პარიზში დიდი რაოდენობით არის. ისტორია ვითარდება 90-იანებში. აურზაური, პოლიციელებთან უთანხმოება, არაბი თინეიჯერი ბიჭის, აბდელის კონფლიქტი სამართალდამცავ ორგანოებთან; სამი მეგობარი, რომელიც რევოლვერიც სასტიკ შურისძიებაზე მიდის.

"1+1"
- ეს უკვე კლასიკაა! თუკი არ გინახავთ ჯერ კიდევ, დროა, გამოასწოროთ სიტუაცია. უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მდიდარი არისტოკრატი ფილიპი თავის დამხმარე დრისთან ერთად, რომელიც ციხიდან ახალი გამოსულია. ფილმი რეალურ ამბავზეა აგებული.

წყარო: peopletalk