დიახ, ისინი ბუნებით ლიდერები არიან, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან საუკეთესო გუნდი და შესანიშნავად გაუძღვნენ.
ისინი ხედავენ მიზანს და ვერ ხედავენ დაბრკოლებებს. ამიტომ ისინი, როგორც წესი, ძალიან ცნობილები და წარმატებულები ხდებიან, თუ, რა თქმა უნდა, მათ ეს სურთ.
ისინი საუკეთესოები არიან, როდესაც საქმე რამის ხელმძღვანელობას ეხება!
ვერძი
ქარიზმატულია და ლიდერისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს. დინამიკურობა, ენთუზიაზმი და შემოქმედება მისი ღირსებებია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ხდება ნაკლოვანებების გარეშე: ვერძის ნაკლოვანებებს შორის სიჯიუტე, უხასიათობა და სიფიცხეც არის.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან მკაფიო და გასაგები ქმედებები ახასიათებთ, რაც თავიანთი მოთხოვნების შესაბამისია. ისინი თანამშრომლებს მოუწოდებენ ამა თუ იმ ქმედებისკენ და ზოგჯერ მათი მოწოდება შესაძლოა დამამცირებელ ტონსაც წააგავდეს.
ზოგადად, ისინი ნამდვილად კარგი უფროსები არიან, მაგრამ ინტროვერტებისთვის შეუძლიათ კოშმარი გახდნენ.
თხის რქა ის უფროსობისთვის დაიბადა დომინანტი ხასიათის გამო!
იგი შრომისმოყვარეა, უყვარს წესრიგი და დისციპლინა და მიზნად ისახავს თავისი მომსახურე პერსონალის განათლებას და მხარდაჭერას. თხის რქას არ ეშინია პოზიციის დაკარგვის, რადგან დარწმუნებულია მის შეუცვლელობაში.
და ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ საუკეთესოს გაღვიძება სხვა ადამიანებში. ისინი ყოველთვის ემხრობიან ხელფასების ზრდასაც. ამავე დროს, თხის რქა არასრულყოფილია. მასთან მუშაობას მისი სიჯიუტე, სიცივე ართულებს და რწმენა იმისა, რომ მათ ყველაფერი უკეთ იციან, ვიდრე ყველა სხვამ.
წყარო: cluber