ახალი სეზონის მოსვლასთან ერთად ყველასთვის კარგად ნაცნობმა ქალბატონებმა გარეგნობაში სიახლეები შეიტანეს.
ერთად გადავხედოთ, როგორ ვარცხნილობას ანიჭებენ უპირატესობას ისინი, ამ შემოდგომაზე.
ტელეწამყვანი და მოდელი გვანცა დარასელია ძირითადად გასწორებულ თმას, ან ოდნავ დატალღულ თმას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ამჯერად მან ვარცხნილობაში სიახლე შეიტანა და დაწნული, გადაწეული თმით გამოგვეცხადა.
ექსპერიმენტების მოყვარულო მოდელი, მიმი შელინი ამჯერადაც საინტერესო ვარიანტებს გვთავაზობს. როგორ ფიქრობთ, როგორი ფერის თმა უფრო უხდება?
მოდელმა ანა შელიამ გადაწყვიტა, რომ თმის ფერიც და ვარცხნილობაც ერთდროულად შეეცვალა, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა მაია ასათიანმაც, რამაც ასევე დიდი მოწონება და გამოხმაურება გამოიწვია.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალ ფოტოებში ქერა თმა აქვს, ალბათ მისი ახალი ვარცხნილობა საცდელი იყო და პარიკი მოსინჯა.
თამო ვაშალომიძე კი ფერად-ფერადი პარიკების მოყვარულია. ეს საშუალებას აძლევს, რომ თმის ფერი რომელიც ახლა აქვს (ქერა) შეინარჩუნოს და ამავდროულად ახალი იმიჯითაც გამოგვეცხადოს ხოლმე.
ვინ თქვა, რომ სადა ვარცხნილობა ტრენდული აღარაა? გასწორებული, გრძელი თმაც მშვენიერი გადაწყვეტილებაა და შორენა ბეგაშვილი ამის ნათელი მაგალითია.