ტომ კრუზმა ჯონი დეპსა და ბრედ პიტს აჯობა - Marao

ტომ კრუზმა ჯონი დეპსა და ბრედ პიტს აჯობა

2012-06-11 15:01:27+04:00

ამერიკული ჟურნალის, forbes-ის მიხედვით, ტომ კრუზი წლის ყველაზე გავლენიან მსახიობ მამაკაცად დასახელდა. მან გადაუსწრო ისეთ სექსსიმბოლოდ აღიარებულ მსახიობებს, როგორებიც არიან ბრედ პიტი, ჯონი დეპი და ლეონარდო დი კაპრიო.

ძირითადი კრიტერიუმები, რითაც მსახიობი მამაკაცები ამ რეიტინგში მოხვდნენ, იყო - თანხა, რომელიც მსახიობებმა წლის განმავლობაში გამოიმუშავეს; მათი მონაწილეობით ფილმების საკასო შემოსავლები და მედიაში მათი სახელების გაჟღერების სიხშირე.

49 წლის ტომ კრუზმა რეიტინგში "ყველაზე გავლენიანი მამაკაცი მსახიობი" პირველი ადგილი დაიკავა. აღმოჩნდა, რომ ფილმმა მისი მონაწილეობით "მისია შეუსრულებელია–4. პროტოკოლი ფანტომი" მსოფლიო გაქირავებაში 700 მილიონ დოლარზე მეტს მიაღწია, კრუზის შემოსავალმა კი - 75 მილიონ დოლარს.

რეიტინგში მეორე ადგილი ბრედ პიტმა დაიკავა, რომელიც წელს "ოსკარის" ნომინანტი იყო მთავარი როლისთვის ფილმში "ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა". თუმცა პიტის წლიური შემოსავალი ტომ კრუზზე 25 მილიონი დოლარით ნაკლებია.

სამაგიეროდ, 48 წლის პიტის ფოტოები მთელი წლის განმავლობაში 40 ჟურნალში გამოქვეყნდა. ასეთი მაჩვენებელი არცერთ მსახიობ ქალს არ ჰქონია.

ლოველასი ლეონარდო დი კაპრიო ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მამაკაც მსახიობად ითვლებოდა წლების განმავლობაში. თუმცა forbes-მა მას მე-3 ადგილი მიანიჭა.

კრუზისგან განსხვავებით, 37 წლის ლეოს არ უყვარს გარისკვა და მხოლოდ კლასიკურ კონტრაქტებს დებს, რომელსაც ფილმის პროცენტულ შემოსავალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის კუთვნილ 15–20 მილიონ დოლარს ფილმის გაქირავებაში ჩავარდნის შემთხვევაშიც იღებს.

ჯონი დეპს, წლიური შემოსავლით 30 მილიონი დოლარი, რეიტინგში მე-4 ადგილი უკავია. მსახიობი პრესის ფურცლებზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება მისი ვანესა პარადისთან განქორწინებაზე აგორებული ჭორების გამო.

რეიტინგში მე-5 ადგილი კომედიანტმა მსახიობმა ადამ სენდლერმა დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა მისი მონაწილეობით "ასეთი განსხვავებული ტყუპი" 10 ანტიპრემია "ოქროს ჟოლო" მიიღო, კინოგაქირავებაში მან 150 მილიონი დოლარი დააგროვა. ადამის წლიური შემოსავალი 37 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომედია "ადამიანები შავებში 3" მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაქირავების ლიდერად იქცა. ეს დაეხმარა უილ სმიტს თავისი 30 მილიონი დოლარით "ყველაზე გავლენიანი მამაკაცი მსახიობების" სიაში მე-6 ადგილი დაეკავებინა.

სიაში მე-7 ტომ ჰენქსი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმებს მისი მონაწილეობით "ლარი კრაუნი" და "საშინლად ხმამაღლა და ზედმეტად ახლოს" გაქირავებაში საუკეთესო შედეგები არ უჩვენებია, მსახიობის შემოსავალმა 26 მილიონს მიაღწია.

ასევე, ტომი ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში. მხოლოდ Twitter–ში მას 4 მილიონი თაყვანისმცემელი ჰყავს.

forbes-ის რეიტინგში ყველაზე ახალგაზრდა "ბინდის" ვარსკვლავი, ტეილორ ლოტნერია. მან თავისი 26,5-მილიონიანი შემოსავლით მე-8 ადგილი დაიკავა.

მე-9 ადგილი დაეინ ჯონსონს ხვდა წილად. 40 წლის მსახიობი გასულ წელს სამ ფილმსა და სერიალში გადაიღეს და შედეგად 36 მილიონიც დააგროვა.

"ყველაზე გავლენიანი მამაკაცი მსახიობების" სიას მე-10 ადგილით ასრულებს კომიკოსი ბენ სტილერი. 46 წლის მსახიობის ბოლოდროინდელი ნამუშევრებიდან ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ფილმები: "ღამე მუზეუმში" და "როგორ მოვიპაროთ ცათამბჯენი". წლის განმავლობაში ბენს 33 მილიონი დოლარი დაუგროვდა.