სრული კოშმარი: 5 ყველაზე საშიში ფილმი მეცნიერების აზრით - Marao

სრული კოშმარი: 5 ყველაზე საშიში ფილმი მეცნიერების აზრით

2020-11-03 09:56:16+04:00


BroadbandChoices-ის რეიტინგი შექმნილია მაყურებლის გულისცემის სიხშირის დათვლის მეთოდით საშინელებათა ფილმების ყურების დროს. როგორც გაირკვა, კომპანიამ შეაგროვა 50 საუკეთესო საშინელებათა ფილმი. შემდგომ 50 სხვადასხვა ასაკისა და კულტურის წარმომადგენელს მოუყარა თავი ფილმების სანახავად, პარალელურად მათი გულისცემის სიხშირის აჩქარების გასაზომად. რომელი ფილმები აღმოჩნდა ყველაზე საშიში მათი რეიტინგიდან, ჩაინიშნეთ ტრიუმფატორების სია:

Tempting Trouble's Tales: Sinister

სინისტერი/2012

  • სტანდარტული გულისცემის სიხშირე დაახლოებით 65 დარტყმას აფიქსირებს წუთში. დეტექტიური თრილერის ნახვისას მაყურებლებში გულის სიხშირის საშუალო შკალა 32% დაითვალა, რაც 86 დარტყმას უდრის წუთში. ამასთანავე, დაძაბული მომენტების ყურებისას მაღალი მაჩვენებელიც 131 დარტყმა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მაყურებლის გული ორჯერ უფრო ძლიერი დარტყმით რეაგირებდა, ვიდრე ჩვეულებრივ.

james wan gifs Page 4 | WiffleGif

ასტრალი/2010

  • ფილმი პარანორმალურ საშინელებებზე მაყურებლებში ლიდერის პოზიციით სარგებლობს - წუთში გულისცემა 86, ხოლო მაქსიმალური დარტყმა 133 დაფიქსირდა.

Conjuring гифки, анимированные GIF изображения conjuring - скачать гиф  картинки на GIFER

წყევლა/2013

  • 85 დარტყმა წუთში სურათის ნახვისას, რომელიც რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული, პარანორმალური საქმეებითა და ისტორიით მესამე ადგილს იკავებს, თუმცა IMDB-ს რეიტინგში ნამდვილად არ გამოირჩევა მაღალი შეფასებით.

Реинкарнация. Негативный отзыв. Осторожно спойлеры! | Блогер Sugar на сайте  SPLETNIK.RU 16 июня 2018 | СПЛЕТНИК

რეინკარნაცია/2018

  • ფილმის სიუჟეტი ყველა ასაკის მაყურებლისთვის საშიში აღმოჩნდა, მაქსიმალური დარტყმების რაოდენობა კი 86 დაფიქსირდა. შესაბამისად, მეოთხე ადგილს "რეინკარნაცია" იკავებს.

Гифка паранормальное явление гиф картинка, скачать анимированный gif на  GIFER

პარანორმალური მოვლენები/2007

  • თუკი იმ მაყურებლების რიცხვში ხართ, ვისაც პარანორმალური ისტორიების მოსმენის არ ეშინია, შეგიძლიათ ჩაუჯდეთ საღამოს. როგორც აღმოჩნდა, ფილმის ყურებისას მაქსიმალური ოდენობა გულისცემის სიხშირე 90 დარტყმას მოიცავდა წუთში.

Паранормальное явление, очень страшная серия фильмов | Инспектор

წყარო: elle