სიცივეების მოახლოებასთან ერთად, ჩვენი "ინსტაგრამსივრცე" ცნობილების ცხელი ფოტოსიახლეებით აივსო, ვინაიდან ყველა მათგანი მზიან სანაპიროებზე მიდის ზამთრის გასატარებლად. სიცივეებისთვის თავის არიდება გადაწყვიტა ვარსკვლავურმა წყვილმა ტინა კუნაკიმ და ვენსან კასელმა. შესაბამისად, არც ისინი აღმოჩნდნენ გამონაკლისები.
მეუღლეებმა თავიანთ პირად გვერდზე ერთობლივი ფოტოები განათავსეს მზიანი რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროდან. თავის "ინსტაგრამგვერდზე" ტინამ დადო სიყვარულის ამსახველი ფოტოები ვენსანთან ერთად რიოს ცნობილი სანაპირო იპანემადან.
"პარალელურად ველოდები კიდევ კარგ სიახლეს დღეს საღამოს" - დამაინტრიგებელი წარწერა გაუკეთა კუნაკიმ თავის ფოტოს და გამომწერებს აჩვენა იდეალური პრესი და ლამაზი ფორმები საცურაო კოსტიუმში, ხოლო ვენსანმა კი საყვარელ მეუღლესთან ერთად ფოტო განათავსა ლამაზი რიოს პეიზაჟის ფონზე.
შეგახსენებთ, რომ კასელი და კუნაკი ერთმანეთს 2016 წელს შეხვდნენ, მაშინ, როცა ტინას 18 წელი შეუსრულდა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, მათი რომანი სულ მალე სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა და სამი წლის შემდეგ ქორწილიც გადაიხადეს ფრანგულ ქალაქ ბიდარტში. სულ მალე კი წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ბრაზილიის ყველაზე დიდი მდინარის, ამაზონის სახელი შეარქვეს.
წყარო: loveradio