დღეს ძალიან მოდურია პოპულარულ ფილმებსა და სერიალებზე პრიკველებისა და სიკველების გადაღება.
უკვე მერამდენედ იღებენ, მაგალითად, "სექსი დიდ ქალაქში"-ს სერიებსა და სრულმეტრაჟიან ფილმებს. რეჟისორებსა და სცენარისტებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ არც ფილმი "ეშმაკი ატარებს პრადას".
ანა ვინტურის ყოფილი ასისტენტი, ახლა კი მწერალი ლორენ ვაისბერგერი იმდენად შთააგონა მისი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის წარმატებამ, რომ გადაწყვიტა, გაეგრძელებინა თავისი ნოველა. ვაისბერგის ახალ წიგნს "შურისძიება ატარებს პრადას: ეშმაკი ბრუნდება" - ჰქვია.
სიუჟეტის მიხედვით, 8 წლის წინ რედაქცია The Runwey-დან კარის მიჯახუნებით წამოსულ ანდრეა საქსს ამჯერადაც ვნებები და ინტრიგები სდევს კვალდაკვალ. ახლა ანდრეა თავის ყოფილ კოლეგასთან, ემილისთან ერთად ჟურნალ The Plunge-ში მუშაობს, მაგრამ ქვეყანა პატარაა და ის ბედის ირონიით კვლავ ხვდება "საშინელ" მირანდა პრისტლის.
ცნობილია, რომ წიგნში "ეშმაკი ატარებს პრადას" მოდური ჟურნალის მთავარი რედაქტორის პროტოტიპი ანა ვინტურია (ვისთანაც ვაისბერგი მუშაობდა თანაშემწედ). საინტერესოა, ვის გამოიყენებს ლორენი ახალი წიგნის პროტოტიპებად?