წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატმა“ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მისი ოჯახის წევრებს ახლა მსოფლიო მედია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და ყველას აინტერესებს, ვინ არიან თეთრი სახლის ახალი მცხოვრებლები.
ჯო ბაიდენს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს. ოჯახის წევრებს შორის კი განსაკუთრებული სკანდალურობით ჰანთერ ბაიდენი გამოირჩევა, ჯოს ვაჟი, რომელიც ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ის 1970 წლის 4 თებერვალს დაიბადა. დამთავრებული აქვს იელის უნივერსიტეტი, პროფესიით იურისტია და მისი საქმიანობაც ამ სფეროს უკავშირდება. გარდა ამისა, აქტიურად იყო ჩართული მამის საარჩევნო კამპანიაში.

გავიგოთ უფრო მეტი ჰანთერ ბაიდენის შესახებ:
50 წლის ჰანთერის ცხოვრება სკანდალებითაა სავსე, რომლებიც უკავშირდება როგორც პროფესიულ საქმიანობას, ასევე პირად ცხოვრებას. ყოფილი ვიცე-პრემიერის ვაჟი ჩინეთის მთავრობის სტრატეგიული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს მაშინ, როცა ის პეკინში დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა.
ჰანთერი 2014-19 წლებში იყო კომპანია Burisma-ს ბორდის წევრი. ამ დროის განმავლობაში დონალდ ტრამპს ის არაერთხელ დაუდანაშაულებია კორუფციაში, თუმცა მტკიცებულებები არასდროს წარმოუდგენია.

ოქტომბერში "ნიუ იორკ პოსტი“ წერდა, რომ არსებობდა მყარი დისკის ასლი, რომელიც სავარაუდოდ, უმცროსი ბაიდენის კომპიუტერში შენახულ ინფორმაციას ინახავდა და მასზე იყო მტკიცებულებები ჰანთერ ბაიდენის სკანდალური ცხოვრების შესახებ - თუ როგორ ხარჯავდა ის ათიათასობით დოლარს სტრიპტიზ-კლუბებში. ასევე, ფოტოები, რომლებზეც თრობის ქვეშ მყოფი ჰანთერ ბაიდენი იყო აღბეჭდილი.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ როგორც მედიაში წერდნენ, ყოველივე შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო რუსეთის მცდელობასთან, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის დროს მისი ოჯახის წევრებზე დეზინფორმაცია გაევრცელებინათ. იმ პერიოდში ბევრს საუბრობდნენ იმაზეც, რომ ჯო ბაიდენი შვილის საქმიანობის დასამალად თავის გავლენას იყენებდა.
გაგრძელება