დღეს ქალბატონების უმეტესობას სახლში ერთი-ორი მცენარე აუცილებლად ექნება, ან შესაძლოა ედემის ბაღიც კი ჰქონდეს მოწყობილი აივანზე. მცენარეები ვის არ უყვარს, მით უმეტეს, თუ მას ლამაზი ყვავილი აქვს ან მარადმწვანე და სიცოცხლით სავსეა. რამდენადაც კარგია მცენარეები, იმდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ის. ამბობენ, რომ საძინებელ ოთახში ყვავილების ადგილი არ არის და მეტიც, უმჯობესია კონკრეტული სახეობის ყვავილები საერთოდ არ მიიკაროთ ახლოს, რადგან ის მავნე ნივთიერებებს გამოჰყოფს და საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის.
ნახეთ 5 მცენარე, რომლებიც ნელ-ნელა წამლავს ჩვენს ორგანიზმს
სენსევიერა
სენსევიერა, ალბათ, ყველას გეცნობათ. ეს ყვავილი ცნობილია, როგორც, გველის მცენარე და სახლის დეკორად ხშირად გამოიყენება. სენსევიერა მავნე ნივთიერება საპონინს შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრისას იწვევს გულისრევასა და დიარეას.
ეს მცენარე ასევე საზიანოა შინაური ცხოველებისთვის. ამიტომ, უმჯობესია ცხოველებისგან მოშორებით დადგათ ის.
ალოე
ყველასთვის საყვარელ ალოე ვერას, ასობით დადებითი თვისების გარდა, უარყოფითიც აქვს. მეცნიერების აზრით, ალოე შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, ალერგია და თირკმელების პრობლემა.
ჯუჯა ტაგეტესი
ამ მცენარეს ფრანგულად მარიგოლდი ჰქვია, საქართველოში კი ტაგეტესის სახელით ვიცნობთ. ამ მცენარის პირის ღრუში მოხვედრამ, შესაძლოა, გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ხოლო მცენარის წვენმა, შესაძლოა, გამოიწვიოს გამონაყარი კანზე.
ფილოდენდრონი
ალბათ, არც გიფიქრიათ, რომ ამ ულამაზეს მცენარეს რაიმე უარყოფითი თვისება აქვს. ფილოდენდრონი შეიცავს კალციუმის ოქსალატს, რომელსაც ძლიერი თავის ტკივილების გამოწვევა შეუძლია. ეს ულამაზესი მცენარე ასევე საზიანოა შინაური ცხოველებისთვის.
კალადიუმი
ესეც ბოლო მცენარე კალადიუმი, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდა. მისმა ვიზუალმა არ მოგატყუოთ, მისი ფოთლები შხამიანია.
კალადიუმის ოთახში გაჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. ამიტომ მას ბავშვები და ცხოველები მოაშორეთ.
წყარო: brightside.me