ალბათ, ხშირად გაგჩენიათ კითხვა, როგორი მამაკაცები მოსწონთ ქართველ ქალებს?
მიდგომა საკითხის მიმართ ინდივიდუალურია, თუმცა, ფაქტია, რომ ისინი ფეხბურთელების და მორაგბეების მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას ავლენენ.
ქალების გულთამპყრობელი, წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა სწორედ ის ადამიანია, რომლის გარშემოც ყოველთვის აურზაურია.
ქალბატონები მის მიმართ ყურადღებას იჩენენ და კომპლიმენტებსაც არ იშურებენ. ერთ-ერთ ინტერვიუში მას ჰკითხეს: კარიერის თავიდან დაწყება რომ შეეძლოს, რას შეცვლიდა. მან კი უპასუხა:
"არაფერს! მიმაჩნია, რომ როგორც მოხდა, ყველაფერი ისე იყო საჭირო. რომ არა ფეხბურთელი, არაფერიც არ ვიქნებოდი, რადგან ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის ფეხბურთი იყო!"
ჯაბა ამჟამად 34 წლის არის. მისი საკლუბო კარიერა 2004 წელს დაიწყო,
ეროვნულ ნაკრებში კი 2005 წლიდან თამაშობს. მას ახასიათებენ როგორც შეუპოვარ, მებრძოლ ადამიანს.
თქვენ რას იტყვით, ქალბატონებო, როგორი მამაკაცები მოგწონთ?